ნიკა მელია

6 Nov. 2023, 22:14

საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ჯერ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, სალოცავში წასულ და სალოცავისკენ მიმავალ ადამიანს კლავს რუსი, მეორეს კი იტაცებს....
ეს არის რუსული ოკუპაცია და ეს არის ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგი;
არაფერი შეიცვლება, ამ მთავრობის შეცვლის გარეშე, ასეთია რუსეთთან მეგობრობა - ცალმხრივი; ასეთია რუსეთთან შეთანხმება - ცალმხრივი; ასეთია მათთან მოლაპარაკება - ცალმხრივი.
ასეთია რუსული მშვიდობა - ქართული სისხლის ფასად გადახდილი.
ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ბედზე, ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების ცვლილებაზე და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობაზე.

— დაწერა ნიკა მელიამ ფეისბუქზე. დღეს, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სცადეს ადგილობრივი მაცხოვრებელი უკანონოდ დაეკავებინათ, რა დროსაც, მათ გასროლას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გატაცებულია კიდევ ერთი მოქალაქე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება

მოკლედ: 24 მაისს, 19:00 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაზარალებული ადამიანების სოლიდარობის…