ლევან ხაბეიშვილი

6 Nov. 2023, 22:44

მე შეძრული ვარ რაც წავიკითხე, ვგულისხმობ სუს-ის განცხადებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კი არა, რუსეთის სპეცსამსახურების განცხადება იყო, სადაც ეწერა, რომ "გარდაიცვალა და დააკავეს" , მოკლეს და გაიტაცეს — ეს არის სწორი.

მივმართავ სუს-ს, ჩვენ მოგვიკლეს პატრიოტი ადამიანი და არა გარდაიცვალა და გატაცებული ჰყავთ 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი და არა დაკავებული. წარმოუდგენელია რუსული პირით საუბრობდეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა იყოს, რომ კარგად გავიაზროთ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი, რომ რუსეთი არ არის ის, ვისთანაც შეიძლება მეგობრობა.

ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას და ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, დიახ, გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები მშვიდად დადიოდნენ სალოცავებში, მამის საფლავზე და ზურგში არ ესროდნენ. დიახ, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობა რომ გვინდა, ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ნატო-ში და ცალკე რუსეთთან როცა მარტო ვრჩებით, გინდ „ბაბაია“ ეძახოს ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა ხელისუფლებამ, რაც უნდათ ის ეძახონ, ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიკლეს კიდევ ერთი საქართველოს პატრიოტი მოქალაქე და გატაცებული ჰყავთ ახალგაზრდა ადამიანი.

ერთადერთი რეაგირება იქნება, რომ მყისიერად ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იმ პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება და დახმარება, ვისაც ყოველდღიურად ლანძღავს და აგინებს "რუსული ოცნება". ჩვენი უსაფრთხოების გასაღები არის ევროკავშირში და ნატო-ში, ამისთვის საქართველოს მოქალაქეებს, ყველას მოვუწოდებ, რომ გადადეთ ყოველგვარი პარტიული კუთვნილება და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის გავერთიანდეთ, ჩვენი უსაფრთხოების გასაღები არის ევროკავშირში.

— განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, ენმ-ის თავმჯდომარემ სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი

მოკლედ: ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა On.ge-ის უთხრა, რომ ლაზარე გრიგორიადისი დაკავებულია…