ლიბერთი ბანკის განცხადება
გვინდა გამოვეხმაუროთ სს ლიბერთი ბანკის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას. კერძოდ, სანქცირებული კომპანიის მიერ სს ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა საფუძველი პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მიერ სხვადასხვა მედიებთან გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც თითქოს ადგილი ჰქონდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სანქციების დარღვევას.
სს ლიბერთი ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს. ამის პირდაპირი დასტურია სწორედ ზემოთ ხსენებული სარჩელიც, რომლის მიხედვითაც დასანქცირებული კომპანია სს ლიბერთი ბანკს ედავება საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას.
სს ლიბერთი ბანკის მიმართ დღეს გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას კი ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე — 2023 წლის აპრილამდე.
მიგვაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქიების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში. მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს ლიბერთი ბანკის, არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. 2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს ლიბერთი ბანკში განთავსებულ აქტივებზეც.
სს ლიბერთი ბანკისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბანკის რეპუტაციის შემლახველი, ცილისმწამებლური კამპანიები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატურად აწარმოებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ მედია არხები.
ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები