თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამისათვის ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის ნაწილობრივი ან 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. ამისათვის, საჭიროა ახალგაზრდა იყოს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და სწავლობდეს უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ, პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, GTU-ს სტუდენტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.
რაც შეეხება უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შესარჩევ კრიტერიუმებს, უპირატესობა მიენიჭება მაღალ აკადემიურ მოსწრებას, კომუნიკაციის უნარს, პერსონალურ მოტივაციასა და ლიდერობის თვისებებს.
GTU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი:
- ენერგეტიკის ფაკულტეტი;
- სამშენებლო ფაკულტეტი;
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა;
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
- საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება.
ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოქმედებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია. რომელიც არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
"საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. რადგან გვჯერა, რომ განათლება ნათელი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები და მივცეთ მათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ კუთხით ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს. მის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დავუფინანსებთ სწავლას მათთვის სასურველ მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ განათლება და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს გამოავლენს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები