ავატარის სერიალის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია — ნახეთ ტრეილერი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური შოუ, ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, ნეტფლიქსზე სერიალის სახით ბრუნდება. სერიალის შემქმნელებმა შოუს პირველი ტრეილერი გაავრცელეს და მისი გამოსვლის თარიღიც დააანონსეს. სერიალი, რომელსაც წლებია, სულმოუთქმელად ველოდებით, 2024 წლის 22 თებერვალს გამოვა.
ტრეილერში მთავარ პერსონაჟებს ვხვდებით — აანგთან, სოკასთან და კატარასთან ერთად, ვიდეოში პრინცი ზუკო, მისი ბიძა აირო და პრინცესა აზულაც ჩანან. ის, რაც ავატარის ერთგულ მაყურებლებს გაახარებს, ტრეილერში აანგის ცხოველების, აპასა და მომოს გამოჩენაა. ტრეილერში ჩანს, რომ შოუში ორიგინალი ანიმაციური სერიალის სცენებსაც გააცოცხლებენ, მაგალითად, როგორ პოულობენ კატარა და სოკა აანგს.
სერიალში აანგის როლს გორდონ კორმიე ასრულებს, კატარას როლს — კიავენტიიო, სოკას პერსონაჟს იენ ოუსლი განასახიერებს, ხოლო ზუკოს როლში დალას ლიუს ვიხილავთ. აზულას როლს ელიზაბეთ იუ შეასრულებს, რაც შეეხება კიოშის მეომრების შეუპოვარ და უშიშარ ლიდერს, სუკის — სერიალში მის როლს მარია ჩჟანი მოირგებს. ცეცხლის მბრძანებელი ოზაის როლში კი, არც მეტი, არც ნაკლები, დაკარგულების მსახიობ დენიელ დაი კიმს ვიხილავთ.
ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც ოთხი სტიქიის ნიშნის მიხედვითაა დაყოფილი: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. ცეცხლის ხალხის მიერ სხვათა დაპყრობის შემდეგ სამყაროში მშვიდობის დაბრუნება მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანს, ავატარს, შეუძლია, რომელიც ოთხივე სტიქიას ფლობს. ახალ ავატარს, აანგს, წყლისტომელი და-ძმა, კატარა და სოკა, შემთხვევით აღმოაჩენენ და მას სხვებთან ერთად სამყაროს გადარჩენაში ეხმარებიან.
ავატარის ანიმაცია 2005 წელს გამოვიდა და მაყურებელთა სიყვარული მალევე მოიპოვა. სამსეზონიანი წარმატებული შოუს შემდეგ, ანიმაციური სერიალი ახალ ავატარ კორაზეც გადაიღეს.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
კომენტარები