ოქტომბრის ბოლოს Amazon-ის აქციების ფასი გაიზარდა — რა ხდება
ოქტომბრის ბოლო კვირაში Amazon-ის (AMZN) აქციების ფასი გაიზარდა. კომპანიის მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მისი ფასიანი ქაღალდები 8%-ით გაძვირდა. Amazon-ის აქციების ფასის გაზრდამ Nazdaq-ის ინდექსის ცვლილებაში პოზიტიური როლი შეასრულა.
როგორც ცნობილია, ონლაინ კომერციის გიგანტმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა და ბოლო კვარტალში 143,1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. კომპანიის წმინდა შემოსავალმა 9,9 მილიარდს მიღწია — 94 ცენტს ერთ აქციაზე — რაც გასული წლის იმავე კვარტლის მონაცემს სამჯერ აღემატება.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კომპანიის ეგრეთ წოდებულმა ღრუბლოვანმა პლატფორმამ (AWS) რთული სამომხმარებლო გარემო გადალახა და მესამე კვარტალში 23,1 მილიარდიანი შემოსავლის შესახებ გვამცნო. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წლიურად 12%-ით არის გაზრდილი.
Amazon-ის AWS-ის შემოსავლების ზრდას თან ახლდა კომპანიის მენეჯმენტის ოპტიმისტური განცხადებები მისი პერსპექტივის შესახებ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში.
"AWS-ის გუნდი აგრძელებს სწრაფ ინოვაციებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით" — თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ.
მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, Amazon-ის ერთი აქციის ღირებულება 70,83%-ით არის გაზრდილი. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 143,15 დოლარად ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,48 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
კომენტარები