თუ ისე მოხდა, რომ ზომბი აპოკალიფსისთვის ემზადებით, საჭიროა ისეთი პროდუქტები მოიმარაგოთ, რომელთაც ვადა არ გასდის ან დიდი ხნის განმავლობაშია ვარგისი.

ხშირად, შეფუთვაზე არსებული თარიღები გაუგებარია. მაგალითად, წერია მხოლოდ გამოშვების დრო, მაგრამ მითითებული არ არის რამდენი ხანის განმავლობაში შეიძლება ამ პროდუქტის მიღება. მოკლედ, პოსტ-აბოკალიპტიკური ბუნკერის მოსამარაგებლად, შეიძლება, ბევრი თავსატეხის ამოხსნა მოგიწიოთ, ამიტომ წარმოგიდგენთ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა საერთოდ არ გასდით და მუდმივად შეიძლება მათი გამოყენება.

1. თაფლი

ფოტო: Oksana Shufrych / Shutterstock

თაფლი არასდროს ფუჭდება. მან შეიძლება ფერი შეიცვალოს ან გაკრისტალდეს, მაგრამ მისი გამოყენება უსაფრთხოა. თუ თაფლი კრისტალებად გადაიქცა, უბრალოდ ჩაასხით ქილაში, ჩადეთ თბილ წყალში და დროგამოშვებით მოურიეთ.

2. ბრინჯი

ფოტო: perfectlab / Shutterstock

მაშინაც კი, თუ ბრინჯს ზემოდან მტვრის დიდი ფენა დაედო, თვითონ ბრინჯი ისეთივეა როგორც ყიდვის დღეს. ეს ეხება ბრინჯის ყველა ჯიშს, გარდა ყავისფერისა, რადგანაც ის მეტ ცხიმს შეიცავს, რომელიც მას ამძაღებს. ბრინჯის შენახვა, მწერებისგან დასაცავად, დახუფულ კონტეინერშია რეკომენდებული.

3. თეთრი ძმარი

ფოტო: kuleczka / Shutterstock

თეთრი ძმრის დიდი რაოდენობა შეგიძლიათ უშიშრად შეიძინოთ, რადგან მისი გადაქცევა არ მოგიწევთ. არასოდეს გაფუჭდება და მუდამ “ახალი” იქნება. ამიტომ შეავსეთ ძმრის მარაგები, თქვენ ის აუცილებლად გამოგადგებათ.

4. ვანილის ნამდვილი ექსტრაქტი

ფოტო: Geshas / Shutterstock

რადგანაც ვანილის სუფთა ექსტრაქტი დამზადებულია ალკოჰოლისგან, ის ყოველთვის იქნება სურნელოვანი და ახალი. ყალბი ვანილი ასე დიდხანს არ ინახება.

5. მარილი

ფოტო: showcake / Shutterstock

მაგიდის და ზღვის მარილს გამოყენების ვადა არ აქვს. მარილი ისეთივე იქნება ათი წლის შემდეგ, როგორიც ყიდვის დღეს იყო.

6. სიმინდის სახამებელი

ფოტო: Getty

იმისთვის რომ სიმინდის სახამებელი არასოდეს გაფუჭდეს, შეინახეთ მშრალად, ჰერმეტულ კონტეინერში, გრილ ადგილას. სავარაუდოდ, სახამებელს ყოველდღიურად არ იყენებთ, ამიტომ კარგია იცოდეთ, რომ მისი განახლება არაა საჭირო, ერთხელ ნაყიდი სახამებელი მთელი ცხოვრება გამოგადგებათ.

7. შაქარი

ფოტო: Sea Wave / Shutterstock

ყველაზე დიდი გამოწვევა შაქრის ახლად დატოვება კი არა, არამედ მისი ქვასავით მაგარ მასად გადაქცევისგან დაცვაა. უბრალოდ შეინახეთ ჰერმეტულ ქილაში მწერებისა და ნესტისგან დასაცავად.

8. ალკოჰოლი

ფოტო: saiko3p / Shutterstock

შეინახეთ ალკოჰოლი მშრალ და გრილ ადგილას. რეალურად თქვენი ალკოჰოლის მარაგი შესაძლოა თაობიდან თაობას გადაეცეს. შესაძლოა ალკოჰოლმა არომატი ოდნავ დაკარგოს, მაგრამ ეს თითქმის შეუმჩნეველია.

9. მშრალი ლობიო

ფოტო: O.Bellini / Shutterstock

მშრალი ლობიოს შენახვა სამუდამოდაა შესაძლებელი. მას უბრალოდ უფრო დიდი ხანი დასჭირდება დასარბილებლად, 1-2 წლის მერე კი შეიძლება საერთოდ არ დარბილდეს. თუმცა ლობიო არ კარგავს კვებით ღირებულებას, ამიტომაც მისი შენახვა უვადოდ შეგიძლიათ.

10. ხსნადი ყავა

ფოტო: Kanyarat Ngamjunyaporn / Shutterstock

ხსნადი ყავა მაცივარში უვადოდ ინახება. არ აქვს მნიშვნელობა ქილა ღიაა თუ დახურული.

აბა, თქვენ იცით, შეავსეთ მარაგები და დახვდით ზომბებს მომზადებულები.