გიორგი ამილახვარი

13 Nov. 2023, 16:27

პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ, სი ძინ პინთან დაკავშირებით არის კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა – საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში, არსებული კანონის საფუძველზე და ხალხის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და მას გავლენა არ აქვს. 

სამწუხაროდ, ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, არადიპლომატიური განცხადებები. მათ შორის, ვიხილეთ კონსტიტუციის დარღვევაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ გვიკვირს მისი ქმედებები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მისი ეს განცხადება არანაირი პოლიტიკური სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ის ვერ გამოხატავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ყალიბდება.

განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ თუ ოდესმე პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს გაასამართლებენ, ეს ისტორიული შედეგი იქნება. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს არარეალისტურად ეჩვენება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ

რა ხდება: 8 მაისის ღამეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების…