XERION 12 – ყველაზე მძლავრი ტრაქტორი ბაზარზე CLAAS-ისგან
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია CLAAS მსოფლიოს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს — ტრაქტორ XERION 12-ს წარუდგენს. მასში CLAAS-ის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ინოვაციური მახასიათებლები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ამასთან ერთად, დამატებული აქვს ახალი ფუნქციები, რაც მას ბაზარზე ყველაზე ძლიერ ტრაქტორად აქცევს.
მეტი მომგებიანობა, მეტი სიმძლავრე, მეტი კომფორტი და მეტი დამხმარე მოწყობილობა – ამ უპირატესობებს სთავაზობს მომხმარებელს XERION 12. რას გულისხმობს ეს ჩამონათვალი, ამას სტატიაში უფრო დეტალურად გავიგებთ.
უფრო მომგებიანი და ადვილად მოსავლელი
XERION 12 აღჭურვილია მერსედეს-ბენცის 6-ცილინდრიანი ძრავით, რაც არა მხოლოდ ტრაქტორის სიმძლავრეს განაპირობებს, არამედ ნაკლები საწვავის მოხმარებას უზრუნველყოფს. ამასთან, დამატებითი ფუნქციებისა და დამხმარე მოწყობილობების დახმარებით, მინიმუმამდეა შემცირებული ტრაქტორის არასაჭირო გადაადგილება და მანევრირება. საბოლოოდ, XERION 12 ძრავისა და ზუსტი მანევრირების წყალობით, მისი ტიპის სხვა ტრაქტორებთან შედარებით, საათში 8-10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
CLAAS-ის ახალი სერიის ტრაქტორი, ასევე, მარტივად მოსავლელია. მაგალითად, XERION 12-ს ზეთის შეცვლა მხოლოდ 1000 ოპერაციული საათის შემდეგ სჭირდება. ამასთან, გადახურებისგან დასაცავად ძრავს აქვს ჰიდრავლიკური ვენტილატორი და გაგრილების სისტემა, რომელიც ღილაკზე ერთი თითის დაჭერით აქტიურდება.
უფრო მძლავრი და მოქნილი
XERION 12-ზე მუშაობისას გუნდის მთავარი ამოცანა იყო შეექმნათ ტრაქტორი, რომელიც მარტივად მოერგებოდა ნებისმიერ გარემოებას და გაუმკლავდებოდა ყველაზე რთულ პირობებს. CLAAS-ის უახლესი ტრაქტორის მინიმალური სიჩქარე 0.05 კმ/სთ-ია, მაქსიმალური 50 კმ/სთ, რაც მას სხვა მსგავსი ტექნიკისგან გამოარჩევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაბალი სიჩქარით (0.05 კმ/სთ) მუშაობის მიუხედავად XERION 12-ს შეუძლია ძრავის მაღალი ბრუნების მიღწევა და საჭირო სიმძლავრის გამომუშავება.
XERION 12 აგებულია ისე, რომ მისი წონა თანაბრად გადანაწილდეს, რაც ტრაქტორის რბილად გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამგვარად, ის ნიადაგზე ნაკლებად ზემოქმედებს და არ აზიანებს მას. XERION 12 სამართავადაც მარტივია, რაც მთავარია, არის უფრო მოქნილი და მანევრირებად.
ფართო კაბინა და მეტი კომფორტი
XERION 12-ის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მძღოლის კომფორტი იყო. მართლაც, ტრაქტორის კაბინა სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ფართოა, რომელშიც ნაკლებად აღწევს ხმაური და ნაკლებად იგრძნობა ვიბრაციები. უფრო კომფორტულია მისი სავარძელიც, რომელიც 40°-ით ბრუნავს და მძღოლს ხედვის არეალს უფართოებს. კაბინის ამ და სხვა მახასიათებლების მეშვეობით, XERION 12-ით მუშაობა ოპერატორისთვის გაცილებით მარტივი და ნაკლებად დამღლელია.
მეტი დამხმარე მოწყობილობა — CEMIS 1200 და CEMOS
CEMOS, რომელიც XERION 12-ის გარდა, CLAAS-ის სხვა მოდელებში – ARION-სა და AXION-შიც არის ხელმისაწვდომი, ოპერატორის დამხმარე სისტემაა. ის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს მართოს პროცესები უფრო ეფექტიანად, შეცვალოს პარამეტრები სხვადასხვა სამუშაო პირობის შესაბამისად, აკონტროლოს ძრავის სიმძლავრე და საწვავის მოხმარება. სწორედ ამიტომ, CEMOS-ის დახმარებით XERION 12 უფრო პროდუქტიულია და, ამავე დროს, გამოყოფს ნაკლებ CO2-ს.
XERION 12 აღჭურვილია CEMIS 1200 სენსორული ტერმინალითაც, რომელიც მძღოლს ეხმარება შექმნას სამუშაო გეგმები – GPS-ს მეშვეობით მოხაზოს მინდორი, დაყოს ის სექციებად, დაადგინოს საზღვრები, დაიმახსოვროს სქემები და ა.შ ეს კი ოპერატორს უფრო ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით მინდვრებში, რომელსაც უსწორმასწორო საზღვრები აქვს. მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს და გააქტიუროს CEMIS 1200-ს სასურველი აპლიკაციები, ფუნქციები და პროგრამული პაკეტები, რათა მოარგოს ისინი თავის საჭიროებებს.
უნიკალური XERION 12-ის უკეთ გაცნობას, მისი ინოვაციური მახასიათებლებისა და ფუნქციების გამოცდას ქართველი მომხმარებლებიც შეძლებენ. მას CLAAS-ის ოფიციალური წარმომადგენელი აგროსფერო ადგილობრივ ბაზარზე სულ მალე წარადგენს.
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
კომენტარები