ნარკოპოლიტიკა და მისი ლიბერალიზაცია
დემურ სტურუას თვითმკვლელობამ კიდევ ერთხელ, მძიმედ შეგვახსენა ის დრაკონული ნარკოპოლიტიკა, რომელიც საქართველოშია. უამრავმა ადამიანმა, სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, საკუთარი აზრი დააფიქსირა და მკაცრად გააკრიტიკა არსებული კანონმდებლობა. გარდა ამისა, 20 აგვისტოს სამტრედიაში პოლიციის შენობის წინ აქციაც გაიმართა, რომელზეც აქტივისტები პოლიციურ რეჟიმსა და ადამიანებზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობის გარდა „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „აუდიტორია 115“-ის წევრებიც იმყოფებოდნენ. პროტესტის საბოლოო მიზანი არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა და მისი ლიბერალიზაციაა, რათა აღარ ხდებოდეს ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ იძულებითი ნარკოტესტირების ჩატარება, მათზე ზეწოლა და მოხმარების გამო ციხეში ჩასმა.
მიზანი ცალსახა და ნათელია, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. უახლოეს წარსულში საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანებს აღარ დაიჭერდნენ. კანონის მიღებას სამი ხმა დააკლდა, შესაბამისად „გირჩის“ მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ვინ იცის, პარლამენტს რომ ეს კანონი დაემტკიცებინა, შესაძლოა დემურ სტურუა დღეს ცოცხალი ყოფილიყო, უამრავი ადამიანი კი ზეწოლისგან თავისუფალი.
სხვათა შორის, ამ კანონის ინიციატორი პარტიის დამფუძნებელსა და ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, 20 აგვისტოს სამტრედიაში გამართული აქციის დატოვება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს, რადგან მათი აზრით, პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ და სიტუაციას სათავისოდ იყენებენ.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საუბრისას, ხშირად იკვეთება საწინააღმდეგო აზრი, რომლის მიხედვითაც ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების შემთხვევაში, გაიზრდება მისი მომხმარებელთა რაოდენობა. საგულისხმოა ისიც, რომ ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას. დეკრიმინალიზაცია, როგორც თავად სიტყვა მიგვანიშნებს, ნიშნავს, რომ ადამიანები მარიხუანის მოხმარების გამო არ უნდა ხდებოდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და არ უნდა ატარებდნენ თავიანთი ცხოვრების არც ერთ დღეს საპყრობილეში. დეკრიმინალიზაცია არ ათავისუფლებთ მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და არც გასაღების, მოყვანის ან მოპოვების უფლებას ანიჭებს.
კიდევ რა ვიცით არასწორად?
საქართველოში გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ნარკოტიკები სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მოხმარება თაობებს გაანადგურებს. ცხადია, ნარკოტიკების მოხმარება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და მათი მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა ყველაფერი შედარებითია.
მეცნიერებმა შეისწავლეს ყველაზე საშიში ნარკოტიკები და ისინი იმის მიხედვით დააკვალიფიცირეს, თუ რა ზიანს აყენებს მომხმარებელს, მომხმარებლის გარშემომყოფებს და რა სოციო-ეკონომიკური ეფექტები აქვთ მათ. მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანით, პირველ ადგილს იკავებს ქიმიურად დამზადებული კოკაინი, ხოლო სხვებისთვის მიყენებული ზიანით პირველ ადგილს არავის უთმობს ალკოჰოლი. იგი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკებს შორისაა ე.წ კლუბური ნარკოტიკები (ექსტაზი), სოკოები, LSD და ა.შ. მარიხუანა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკია, რომელიც დიდად არც სხვებს უქმნის საფრთხეს და არც მომხმარებელს. ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს, არის ყურადღების მოდუნება მანქანის მართვისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოძრაობისას, გზაზე გადასვლისას და ა.შ.
გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ლეგალური ნარკოტიკები, რომელიც ჩვენთვის სრულიად მისაღებია (მაგ., ალკოჰოლი), გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე არალეგალური ნარკოტიკები.
ევროპული ქვეყნების პრაქტიკა
გამომდინარე იქიდან, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნა საქართველოს დღის წესრიგში დგას, მნიშვნელოვანია გადავხედოთ სხვა ქვეყნების მოდელებს, სადაც უკვე მოხდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია. არსებულ პრაქტიკაზე დაკვირვება და მისი შესწავლა, დაგვეხმარება დაახლოებით განვსაზღვროთ ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას.
ჩეხეთის რესპუბლიკაში ნარკოპოლიტიკა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. 2013 წლიდან მოყოლებული, ჩეხეთში 15 გრამამდე მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სამედიცინო მიზნებისთვის გაყიდვა-შეძენა ასევე 15 გრამამდეა ლეგალური, ხოლო სხვისთვის გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სამედიცინო ლიცენზიითაა შესაძლებელი, ასევე 15 გრამის ოდენობით. უნებართვოდ მოყვანა კანონით აკრძალულია, თუმცა ლიცენზიის ქონის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება 5 ბუჩქი მარიხუანა მოიყვანოს.
კვიპროსში მარიხუანის მოხმარება არალეგალურია, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენება დეკრიმინალიზებულია. იგივე შეიძლება ითქვას ხორვატიაზეც. გერმანიაში სპეციალური დაწესებულების ნებართვის გაცემის შემდეგ მარიხუანის მოხმარება, გაყიდვა, მოყვანა, ტარება ლეგალურია. რუმინეთსა და იტალიაში, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებაა ლეგალური. ესპანეთში პირადი მოხმარებისთვის და ისიც მხოლოდ და მხოლოდ სახლში, მარიხუანა სრულად ლეგალურია. მისი გაყიდვა აკრძალულია. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია 6 ან ცოტა მეტი ძირის მოყვანა.
პორტუგალია ნარკოპოლიტიკის მხრივ, ევროპაში ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რადგან ისინი იყვნენ პირველები, ვინც ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. 2001 წლიდან, პორტუგალიაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ მისი მოყვანა და ტარება დეკრიმინალიზებულია. ექსპერტებისთვის პორტუგალია საკმაოდ საინტერესო ქეისია, ამიტომ მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც მთლიანად ამ ქვეყნის ნარკოპოლიტიკას მიეძღვნება.
ჰოლანდიაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 5 გრამამდე მარიხუანის შეძენა-მოხმარება სრულად ლეგალურია, თუმცა მისი საზოგადოდ მოხმარება და გაყიდვა მხოლოდ სპეციალურ ადგილებში, Coffee Shop-ებშია ნებადართული. ჰოლანდიელებს შეუძლიათ საკუთარ სახლშიც მოიყვანონ 5 ძირამდე მარიხუანა.
რა მოხდა ამ ქვეყნებში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ?
ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა იყო წარსულში და რა არის ახლა, როდესაც ნარკოპოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვალა. ექსპერტები თვლიან, რომ რაც უფრო ლიბერალურია სახელმწიფოს მიდგომა ნარკოტიკების მიმართ, მით უფრო ნაკლებია დანაშაულის რაოდენობა და ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვიც.
პორტუგალიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990 წლიდან 2001 წლამდე დასავლეთ ევროპაში პორტუგალიაში ყველაზე მეტი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ცხოვრობდა და ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივაც პირველ ადგილს იკავებდა. დიდი ხანი ებრძოდა პორტუგალიის მთავრობა ამ ფაქტს, მაგრამ ამაოდ, ამიტომ 2001 წელს გადაწყვიტეს ყველა ნარკოტიკი დეკრიმინალიზებულად გამოეცხადებინათ. ახალი კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში რომელიმე ნარკოტიკი აქვთ მიღებული, მიემაგრებათ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი და ადვოკატი, რათა დაეხმარონ გამოსწორებაში. მათ რაიმე სახის ჯარიმა ან სასჯელი არ ემუქრებათ.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ ყველა ნარკოტიკი დეკრიმინალიზებული გახადა, მომხმარებელთან რაოდენობამ ეტაპობრივად იკლო.
ამ ცხრილზე ნაჩვენებია, თუ რომელ ნარკოტიკს რა რაოდენობის მოიხმარდა რიგითი პორტუგალიელი 2001 წელს და რა რაოდენობით მოიხმარს 2006 წელს. აღნიშნული სტატისტიკა კიდევ უფრო კლებადია. 2012 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 2,7 პროცენტმა მოიხმარა მარიხუანა, 0,2 პროცენტმა კოკაინი, ხოლო ამფეტამინი 0%-მა. ეს მონაცემები 2001 წელს ასეთი იყო - მარიხუანა 3,3% , კოკაინი 0,2%, ამფეტამინი 0,4%.
ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის ევროპულმა ცენტრმა, გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელზეც ნაჩვენებია, ქვეყნების მიხედვით რამდენი ადამიანის სიკვდილი მოდის ერთ მილიონ ადამიანზე. ამ სტატისტიკის მიხედვით, პორტუგალია ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი რუმინეთია.
წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიაში ერთ მილიონ ადამიანზე მხოლოდ და მხოლოდ სამი ადამიანის სიკვდილიანობა მოდის. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე ცხრილში, საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებენ ის ქვეყნები, სადაც ნარკოტიკების მოხმარება დეკრიმინალიზებული ან ლეგალურია.
გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას შედეგად მოჰყვება:
- ნარკოტიკების მომხმარებლების კლება
- სიკვდილიანობის კლება
- კრიმინალის კლება
- პიროვნული თავისუფლება
- ადამიანებზე ზეწოლის შემცირება
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები