გააფორმოს პროკურატურამ ზურა ნიჟარაძესთან საპროცესო შეთანხმება — ორგანიზაციების განცხადება
რა ხდება: 13 ნოემბერს ზურა ნიჟარაძე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.
- აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- პროკურატურა ნიჟარაძეს 1.4000628 გრამი MDMA-ის (განსაკუთრებით დიდი ოდენობა), 0.000105 გრამი ლიზერგინის მჟავის (LSD) (საწყისი ოდენობა) და 4.76616 გრამი კეტამინის (დიდი ოდენობა) ფლობას ედავება, გასაღების მიზნის გარეშე.
- თუ პროკურატურამ ნიჟარაძესთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ეს არის კიდევ ერთი ახალგაზრდისთვის მოსალოდნელი მძიმე სასჯელი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში", — ამბობს განცხადებაზე ხელმომწერი 9 ორგანიზაცია.
აქცენტები: მიიჩნევენ, რომ
- საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიული ხასიათისაა და ის წამალდამოკიდებული ადამიანების დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას.
- მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიწყოს მოქმედი ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური და რეალური რეფორმა.
"საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება არსებითად დასჯაზე და რეპრესიაზეა ორიენტირებული.
- ხშირად, მძიმე სასჯელების სუბიექტები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან, რომლებიც ნივთიერებას პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ.
- მონაცემით: საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა თითქმის 24 % სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილების აუცილებლობას.
მოვუწოდებთ პროკურატურას, მხედველობაში მიიღოს ბრალდებულის პიროვნება, საქმის გარემოებები და სამართლიანი პირობებით გააფორმოს ზურა ნიჟარაძესთან საპროცესო შეთანხმება. ამავდროულად, აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რამდენიმე მწვავე პრობლემას:
- მკაცრი სასჯელები — გასაღების მიზნის არარსებობის პირობებში, მაღალია თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარიც კი, რაც ცხადყოფს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა ორიენტირებული.
- ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა (10-დან 15 წლამდე) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე).
- უსამართლო ოდენობები — საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები უსამართლოდაა გაწერილი. დაბალია როგორც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის საწყისი, ისე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი. ამგვარი განაწილება ობიექტურად მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვასაც სისხლის სამართლის ჩარჩოებში აქცევს, რაც პირად ცხოვრებაში ხისტ ინტერვენციასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შელახვას იწვევს.
- 2016 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 10 სახის ნარკოტიკული ნივთიერებისთვის განსაზღვრული ოდენობები, რაც განაპირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისათვის გამოსაყენებელი სასჯელის სახესა და ზომას.
- სარჩელით სადავოდ არის გამხდარი მათ შორის ნიჟარაძისთვის აღმოჩენილი ლიზერგინის მჟავის (LSD) ოდენობაც. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის რეგისტრაციიდან 7 წლის შემდეგ საქმეზე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლოს ოპტიმალურ ვადაში რომ განეხილა საქმე, დღეს არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების პრობლემა ნაწილობრივ მაინც იქნებოდა აღმოფხვრილი."
ბოლო ხაზი: "საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ნარკოტიკებთან “ომის” მიდგომა უშედეგოა და იგი არ იწვევს ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებლების კლებას. პირიქით, ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ამყარებს სტიგმასა და იწვევს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა განსაკუთრებულ გარიყვას", — აცხადებენ ორგანიზაციები.
ამ თემაზე: დრაკონული ნარკოპოლიტიკის ტყვეობაში
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები