თეგეტა სტუდენტებისთვის — ჰოლდინგი სტაჟირების პროგრამას იწყებს
თეგეტა ჰოლდინგი სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. თეგეტა სტუდენტებისთვის პროგრამის ფარგლებში ჰოლდინგი ათობით ვაკანსიას აცხადებს. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან მათთვის საინტერესო მიმართულებებს და, მოქნილი გრაფიკის პირობებში, მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს შემდეგი მიმართულებები:
- მარკეტინგი
- სტრატეგიული კომუნიკაციები
- ადამიანური კაპიტალის მართვა
- ფინანსები
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (IOS/Android Development)
- კომერცია (პროდუქტები / გაყიდვები / ბრენდები)
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ორი ეტაპის - ტესტირებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან ექვსთვიან პროგრამაში მათ მიერ არჩეული ერთი ან ორი მიმართულებით.
ლიკა ბერუაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ორგანიზაციული განვითარების დირექტორი: "ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირების ახალი პროგრამის - „თეგეტა სტუდენტებისთვის“ - დაწყებამდეც არაერთი კამპანია გვქონდა, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ ახალგაზრდებს მივეცით „თეგეტა ჰოლდინგში“ ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა. იმ სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, თუმცა მუშაობის საჭიროება აქვთ, გამოვუყავით კონკრეტული ვაკანსიები, რომლებიც მათ სასწავლო განრიგს მოვარგეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“ სტუდენტების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. სტაჟირების ახალი პროგრამა — „თეგეტა სტუდენტებისთვის“ - ისევ და ისევ ახალგაზრდების გაძლიერებისკენაა მიმართული".
თეგეტას გუნდი მზადაა, მოერგოს სტაჟირების მსურველთა სასწავლო განრიგს. მოქნილი სამუშაო გრაფიკის/ნახევარი განაკვეთის პირობებში, კანდიდატები შეიძენენ ცოდნას მათთვის სასურველი სფეროს ირგვლივ, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესებში და წინასწარ გაწერილი სასწავლო გეგმით მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალებისგან. მსგავსი პროგრამების განხორციელების გამოცდილება თეგეტა ჰოლდინგს უკვე აქვს. კომპანია ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურად და სისტემატურადაა ჩართული.
ვერიკო სიტნიკოვი, თეგეტა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "სტაჟირების პროგრამა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ პირველი არ არის. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად გვაქვს. თუმცა პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ სტაჟირების განსხვავებული შესაძლებლობაა, რომელიც უფრო მეტად სტუდენტების პროფესიულ თვითგამორკვევაზეა ორიენტირებული. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მათთვის საინტერესო სფეროების გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ისიც, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ როგორც ერთი, ისე ორი სხვადასხვა მიმართულება. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ადამიანური რესურსების მართვაც აინტერესებს და მარკეტინგიც, შეუძლია დრო გაანაწილოს და სამ-სამი თვის განმავლობაში სასურველ პროფესიას ჯერ ერთ დეპარტამენტში გაეცნოს, შემდეგ კი სტაჟირება სხვა მიმართულებით გაიაროს. განვითარების შესაძლებლობის პარალელურად, თეგეტა ჰოლდინგი სტაჟიორ სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავს. დაინტერესების შემთხვევაში კი დასაქმებაშიც დაეხმარება. მათ მაქსიმალურად მოქნილ და სალექციო განრიგებზე მორგებულ გრაფიკს შევთავაზებთ, რათა მუშაობისა და სწავლის შეთავსება შეძლონ".
სტაჟირების პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ 15 ნოემბერს დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი დეკემბრიდან იგეგმება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ თეგეტას დასაქმების პორტალზე jobs.pointer.ge
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები