სოზარ სუბარი

17 Nov. 2023, 15:55

"სასწაული" უკვე მოხდა, კახექსია, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა. თუ რაიმე გასტროენტეროლოგიური დაავადება არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, დღეს უკვე ჯანმრთელია და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება.

ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი.

ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან.

— მიმართა მოძრაობა ხალხის ძალის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს. ბრეგაძეს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ