რა მოხდა დღეს პარლამენტში — ქალ დეპუტატებზე მიმართული აგრესიის კიდევ ერთი სიგნალი
მოკლედ: ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეეცადა, მიკროფონი ესროლა ანი წითლიძისთვის. მგალობლიშვილი მანდატურმა გაიყვანა პლენარულ სხდომათა დარბაზიდან.
რით დაიწყო: საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.
- პენიტენციურ დაწესებულებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას, პენიტენციურ დაწესებულებებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
- ამას მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების რეაქცია სხდომათა დარბაზში.
- მინისტრმა სექსისტური განცხადება გააკეთა თინა ბოკუჩავას მისამართით:
- "მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, ვისმენთ მხოლოდ თქვენს უზრდელობას. სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს დაგიორგანიზებთ", — უთხრა ბრეგაძემ ბოკუჩავას.
კომენტარები:
- თინა ბოკუჩავა: "ქალი ოპოზიციური დეპუტატები, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე ხდებიან რუსული ოცნების დეპუტატების მხრიდან.
- დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არც ერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე."
- ანი წითლიძე: "როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ, სრულ ისტერიკაზე გადადიან. თუ ეს ნამდვილად არის პარლამენტი, უნდა დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს იმის გამო, რაც მან იკადრა დარბაზში, და ასევე, ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეამოწმონ ის ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი".
პრეზიდენტის რეაქცია
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. "პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე", — აცხადებს პრეზიდენტი.
რა წერია ზურაბიშვილის განცხადებაში: "სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ — მორიგი უმსგავსობა.
- კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას. ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი."
კონტექსტი: 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს, თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა — ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ.
- ზურაბიშვილმა მაშინაც გამოუცხადა სოლიდარობა ქალ დეპუტატებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ბოლო ხაზი: ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა ცუდ საზოგადოებრივ ეფექტს ახდენს, რადგან:
- ამით პოლიტიკაშიც თავს იჩენს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, რაც ჯერ კიდევ სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა და გამოწვევაა.
- ამყარებს მტრულ წარმოდგენებს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე.
- ქალების მიმართ, საჯაროდ გამოყენებული დამამცირებელი ლექსიკის ნორმალიზება პროვოცირებს ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების დონის ზრდას.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
კომენტარები