კინოცენტრში ბაჩო ოდიშარია დააწინაურეს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დააწინაურეს.
- ამას კინოცენტრი მედიასთან საუბარში ადასტურებს.
- ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ახლა ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.
არქივი: კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციას.
- ისინი რეორგანიზაციას აღიქვამენ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
- მათი თქმით, პრობლემურია ისიც, რომ კინოცენტრის დირექტორი არჩეულია არა კონკურსის საფუძველზე, არამედ მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
- კინემატოგრაფისტების მოთხოვნა რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტა და კინოცენტრის დამოუკიდებლობაა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები