ომი 4 დღით შეჩერდება — ისრაელი და ჰამასი ტყვეების ნაწილის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ფოტო: Mohammed ABED / AFP
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ისრაელი და ჰამასი შეთანხმდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდება და ათობით ისრაელელი ტყვე გათავისუფლდება — თავის მხრივ, ისრაელი ჰამასს გადასცემს პალესტინელ პატიმრებს.
დეტალები: კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება 4-დღიანი ზავი.
- ჰამასისა და ისრაელის მიერ გათავისუფლებულები, ამ ეტაპზე, ქალები და ბავშვები იქნებიან.
- ამასთან, ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული ტვირთიც შევა.
- განცხადება კატარში მას შემდეგ გააკეთეს, რაც ისრაელის მთავრობამ შეთანხმება დაადასტურა. ისრაელსა და ჰამასს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტყვეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ აშშ და ეგვიპტეც.
- ჰამასის ინფორმაციით, ისინი გაათავისუფლებენ 50 ტყვეს, ისრაელი კი მათ გადასცემს 150 პატიმარს — ყველა მათგანი ქალი და ბავშვია.
- ისრაელის მთავრობაში კი ამბობენ, რომ მათი მიზანია, ყველა ტყვე გაათავისუფლონ, ეს კი მიზნის პირველი ეტაპია. ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ომი, ზავის დროის ამოწურვის შემდეგ, გაგრძელდება.
- "ჩვენ ვართ ომში, გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ,"— თქვა მან.
ბოლო ხაზი: ჰამასმა 240-ზე მეტი ისრაელელი ტყვე 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას აიყვანა.
- მათ ისრაელში 1200 ადამიანი მოკლეს.
- ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ, 12 000-ს გადააჭარბა, თუმცა კომუნიკაციების არქონის გამო, დაღუპულთა აღრიცხვას ვეღარ ახერხებენ.
მსგავსი თემა: როგორ ითვლიან, რამდენი ადამიანი იღუპება ღაზაში
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები