რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული დავალებები მობილბანკის თამაშის მეექვსე კვირაში
ესეც ასე — საქართველოს ბანკის მობილბანკის თამაშის ერთი ნახევარი უკვე დასრულდა და მეშვიდე კვირა დაიწყო. 12-კვირიანი მარათონი, როგორც ალბათ უკვე იცი, წლის ბოლომდე გრძელდება, მაგრამ თამაშში ჩართულმა უამრავმა მონაწილემ უკვე მოახერხა მონეტების დაგროვება და მარკეტში მათი გადაცვლაც.
სანამ დამოუკიდებლად და გუნდურად მოთამაშეები თამაშის მე-7 კვირის დავალებებს უმკლავდებიან, ჩვენ, ტრადიციულად, გასული კვირის საინტერესო სტატისტიკას გთავაზობთ — ვნახოთ, რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული მისიები წინა კვირას.
დროსთან ერთად, დამოუკიდებლად მოთამაშეებიც მეფობენ
შეჯიბრში ჩართული მონაწილეების უმეტესობა დამოუკიდებელი მოთამაშეა და შესაშური შეუპოვრობით უმკლავდება ყოველ მომდევნო კვირას. აი, წინა კვირას, მაგალითად, სულ ადვილად ამოხსნეს რებუსი, რომელშიც ცნობილი ქართული გამონათქვამი იყო დაშიფრული: „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. ამ დავალებაში მოთამაშეებს რებუსის პირველი ნივთი, საათი, უნდა გამოეცნოთ.
გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოთამაშეებს ეადვილათ „რომეო და ჯულიეტასთან“ დაკავშირებული რებუსის ამოხსნაც — ბიჭი, გული, გოგო, საწამლავი, სიკვდილი… სხვა რა უნდა ყოფილიყო?! უპს, სპოილერი…
ამ მოთამაშეებს ასევე არ გასჭირვებიათ, ერთ-ერთ დავალებაში მასტერქარდ ამბასადორი მოენიშნათ. კიდევ ერთხელ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ეს დავალება სამ-მოთამაშიანი გუნდებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მისია აღმოჩნდა.
რაც შეეხება რთულ შეკითხვებს — დამოუკიდებლად მოთამაშეები ანიმაციების ისტორიაში დიდად ვერ უნდა ერკვეოდნენ, რადგან ბევრმა მათგანმა ვერ გაიხსენა, კურდღელი ოსვალდი რომ მიკი მაუსის წინაპარი ყოფილა.
ანიმაციებთან დაკავშირებული შეკითხვებისგან განსხვავებით, გრძელი სიტყვები კი არ უნდა აშინებდეთ ამ მოთამაშეებს. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას არ სცოდნია, რომ ამ უცნაურ შიშს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია ეწოდება.
ძნელი აღმოჩნდა იმის გამოცნობაც, რომ ცათამბჯენების სილუეტების მწკრივში ბოლო ნაგებობა, ბურჯ-ხალიფა, დუბაიში მდებარეობს.
ABBA-ს ორმოთამაშიან გუნდებში ბევრი ფანი ჰყოლია
შვედური პოპჯგუფის ABBA-ის სიმღერები ყველა თაობის მსმენელში დიდი სიყვარულით სარგებლობს, მაგრამ ცოტა თუ ამოიცნობს ჯგუფს ფოტოზე. კიდევ უფრო ცოტამ იცის ბენდის წევრების სახელები. თუმცა, ორმოთამაშიანი გუნდების უმეტესობა სწორედ ამ მცირე სიმრავლეში შედის, რადგან წინა კვირას მარტივად დააკავშირეს აგნეტა, ბენი, ბიორნი და ანი-ფრიდი შესაბამის ჯგუფთან.
ორმოთამაშიანი გუნდები ომონიმებთანაც მეგობრობენ, რადგან ერთადერთი მინიშნებით — მაგნიტის ფოტოთი, უპრობლემოდ მიხვდნენ დავალებაში დაშიფრულ ბელგიელ სიურრეალისტ მხატვარს, რენე მაგრიტს.
თუმცა, მსგავსი, შედარებით რთული დავალების შესრულება კი ეძნელათ. დავალებაში ბარდა იყო მოცემული, მოთამაშეებს კი უნდა გაეხსენებინათ ამ მცენარის სეხნია, რომელსაც თორნიკე ერისთავი დაუპირისპირდა. ბარდა — ბარდა სკლიაროსი, რა თქმა უნდა!
ამ გუნდებისთვის რთული აღმოჩნდა ორი რებუსის ამოხსნაც: ერთში მათ „12 განრისხებული მამაკაცი“ უნდა ამოეცნოთ, მეორეში კი ფრით, და-კავშირის სიმბოლოთი (&) და კალოთი უნდა გამოეცნოთ ცნობილი მხატვრის სამშობლო — მექსიკა.
სამ-მოთამაშიანი გუნდები დინოზავრებს კვალში ვერ ჩაუდგნენ
არქეოლოგიურ ექსპედიციებში, საველე სამუშაოებისას, ხშირად იყოფიან ხოლმე სამწევრიან გუნდებად, რათა საქმე უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულონ. თუმცა, თამაშში სამწევრიან გუნდებს სათაფლიაში გადაღებული ფოტოს გამოცნობაც კი გაუჭირდათ. არადა, უჩვეულო ნაკვალევი ფოტოზე თვალნათლად ჩანდა, შეკითხვაში კი მინიშნებაც იყო — ადგილი იმერეთშიაო…
ამ გუნდებში ბევრს გაუჭირდა იმის გამოცნობაც, რომ კანზასის შტატში წიგნების ფორმის შენობაში განთავსებული არა თეატრი, საგამოფენო დარბაზი ან სუპერმარკეტი, არამედ ბიბლიოთეკა იყო.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც სამ-მოთამაშიანი გუნდებისთვის რთული აღმოჩნდა, „ადამიან-ობობას“ უკავშირდებოდა. მონიშნე სუპერგმირი, რომლის ერთ-ერთი შემსრულებელიც ფოტოზეა დაშიფრულიო — სურათზე კი კატა ტომს და ჰოლანდიურ ქარის წისქვილს ვხედავდით. პასუხი, რასაკვირველია, სპაიდერმენი იყო, რომელსაც ერთ-ერთ ეკრანიზაციაში მსახიობი ტომ ჰოლანდი ასრულებს. რას ვიზამთ, სამ-მოთამაშიან გუნდებს ტობი მაგუაირის სპაიდერმენი ურჩევნიათ ალბათ…
რაც შეეხება მარტივ დავალებებს — როგორც ზემოთ დაგასპოილერეთ, ერთ-ერთი მათგანი მასტერქარდის ამბასადორს უკავშირდებოდა. ამასთან, სამ-მოთამაშიან გუნდებს ემარტივათ ლუის კეროლის ცნობილი გმირის, ელისის, საოცრებათა ქვეყანაში განვლილი გზის მოგონება — არც იმის გახსენება გასჭირვებიათ, ვინ და რა შეხვდა პერსონაჟს ამ გზაზე.
ადვილი აღმოჩნდა შეკითხვა ბერძნულ მითოლოგიაზეც. თანდართულ ფოტოზე მსახიობი ეროსი მანჯგალაძე იყო გამოსახული, მოთამაშეებს კი ძველბერძნული მითოსის გმირი უნდა გამოეცნოთ. ეს, რასაკვირველია, ღმერთი ეროსი გახლდათ.
დაბოლოს: სამ-მოთამაშიან გუნდებს კი უნდა უყვარდეთ ანიმაციები, რადგან ადვილად გამოიცნეს, რომ „ტომი და ჯერის“ საფუძველი დაუდო 1940 წელს ეკრანებზე გამოჩენილმა მულტფილმმა „ფისოს პანღური ამოჰკრეს“, მთავარი პერსონაჟებით — ჯასპერითა და ჯინკსით.
ამით კი თამაშის მე-6 კვირა დასრულდა. ისღა დაგვრჩენია, შეგახსენოთ, რომ თამაშში ჩართვა ჯერ კიდევ შეგიძლია — ამისთვის მხოლოდ მობილბანკის აპლიკაცია უნდა გადმოწერო და მარტივი რეგისტრაცია გაიარო.
თუ თამაშის წესებსა და პრიზებზე მეტის გაგება გინდა, ამ ბმულს ეწვიე, ხოლო თუ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაინტერესებს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად.
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
კომენტარები