ვის რა დავუწერეთ და ვინ რა დაგვიწერა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
2023 წლის საბავშვო ევროვიზია მასპინძელი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. ქვეყანამ კონკურსი ზედიზედ მეორედ მოიგო. 13 წლის ფრანგმა მომღერალმა ზოი კლოზიურმა საბავშვო ევროფესტივალის ფინალში სიმღერა Cœur შეასრულა და ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 228 ქულა დაიმსახურა; აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უმაღლესი ქულა მიიღო როგორც ჟიურისგან, ასევე მაყურებლისგან.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა 74 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს. როგორც წესი, საბავშვო ევროვიზიაზე ჟიურისგან უფრო მეტ ქულას ვიღებთ ხოლმე, ვიდრე — ტელემაყურებლისგან; 2023 წელი განსხვავებული გამოდგა: ჟიურის შეფასებით 16 მონაწილე ქვეყანას შორის მხოლოდ მე-14 ადგილი გვერგო, აი, ტელემაყურებლის ქულებით კი მე-9 ადგილი დავიკავეთ.
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს საბავშვო ევროვიზიაზე: კონკურსზე ცალ-ცალკე, თანაბარი პროპორციით ითვლება ჟიურის ქულები და ტელემაყურებლის (ონლაინ ხმის მიცემის) ხმები. 16-ვე ქვეყანაში მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური მონაწილეებს 1-7, 8, 10 და 12 ქულით აფასებს: საუკეთესოს უწერს 12 ქულას, მე-2 ადგილზე მყოფს 10-ს, მესამეზე — 8-ს და ა.შ. რაც შეეხება მაყურებელს, ის პროცესში მხოლოდ ონლაინ ხმის მიცემით მონაწილეობს. შესაბამისად, ჯერ განისაზღვრება, ჟიურის ჯამში მაქსიმუმ რამდენი ქულის დაწერა შეუძლია (წელს ეს რიცხვი 928 იყო), შემდეგ კი მიღებული ხმები პროპორციულ ქულებად ნაწილდება მონაწილეებზე.
ქვემოთ უფრო დეტალურად მოგიყვებით, რა შეფასება მივიღე წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე.
ჟიურის შეფასება
16 მონაწილე ქვეყნის ჟიურიმ ჯამში 21 ქულა მოგვცა. ეს შეფასება კი შემდეგი ქვეყნების მიერ დაწერილი ქულების ჯამია:
- ესპანეთისგან — 5 ქულა
- პორტუგალიისგან — 5 ქულა
- სომხეთისგან — 4 ქულა
- გაერთიანებული სამეფოსგან — 3 ქულა
- იტალიისგან — 3 ქულა
- გერმანიისგან — 1 ქულა
საქართველო შეფასების გარეშე დატოვა მალტის, უკრაინის, ირლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, ალბანეთისა და ნიდერლანდების ჟიურიმ.
ტელემაყურებლის ქულები
როგორც ვთქვით, ჟიურის და მაყურებელს ცალ-ცალკე ჯამში 928 ქულის დაწერა შეეძლო. კონკურსის ორგანიზატორმა მარტინ ოსტერდალმა თქვა, რომ ონლაინ ხმის მიცემაში წელს 175 ქვეყნიდან ჩაერთნენ. უცნობია, რომელი ქვეყნის ტელემაყურებელმა იაქტიურა ყველაზე მეტად საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ჯამში ონლაინ ხმის მიცემით 53 ქულა მოვაგროვეთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ მაყურებლისგან ხმების 5,72% გვერგო. მიღებული ხმების დაახლოებით ჯამურ რაოდენობას კი მოგვიანებით შევიტყობთ.
როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან
წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს ჟიურის შეფასება ასეთი გახლდათ:
- ესპანეთი — 12 ქულა
- სომხეთი — 10 ქულა
- იტალია — 8 ქულა
- გერმანია — 7 ქულა
- უკრაინა — 6 ქულა
- საფრანგეთი — 5 ქულა
- ალბანეთი — 4 ქულა
- ირლანდია — 3 ქულა
- პორტუგალია — 2 ქულა
- ესტონეთი — 1 ქულა
ასე დასრულდა 2023 წლის ევროვიზია ჯუნიორი. რიგით 21-ე საბავშვო ევროფესტივალს წელს საფრანგეთის ქალაქი ნიცა მასპინძლობდა. მასშტაბურ შეჯიბრში ჩართული 16 ქვეყანა წელს სლოგანმა Heroes ("გმირები") გააერთიანა.
საქართველო კი საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და ამ დრომდე რჩება კონკურსის ერთ-ერთ რეკორდსმენად (უკვე საფრანგეთთან ერთად) სამი გამარჯვებით. ამასთან, ქვეყანამ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას 2024 წელს.
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
კომენტარები