ლევან გიორგაძე — ტექნიკა და ბიზნესი
"დღეს ბიზნესს ტექნოლოგიური აზროვნების გარეშე სიცოცხლისუნარიანობა არ გააჩნია. ჩემთვის ტექნოლოგიური აზროვნება ნიშნავს ტექნიკის სწორ და დროულ გამოყენებას — რუტინული პროცესების ავტომატიზაციას და გამარტივებას, რის შედეგადაც, ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ფიქრისთვის მეტი დრო რჩება".
ლევან გიორგაძე ანტრეპრენერი და აიტექნიკსის კამპანიის ამბასადორია. პროფესიით ფინანსისტს, ამჟამად კი, Vian-ის Deputy CEO-ს, საკუთარი საქმიანობისთვის და რეგალიისთვის ერთი კონკრეტული ტერმინის მინიჭება უჭირს, რაც გასაკვირი სულაც არაა — მისი კარიერა ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი ეტაპებისგან შედგება. დღესაც, მისი ყოველდღიურობა ფინანსების, ბიზნესის, მარკეტინგისა და შემოქმედებითი პროცესების მრავალფეროვანი ჰიბრიდია.
კარიერის დასაწყისი — პირველი ქართული ლეპტოპი
ტექნოლოგიურ სიახლეებთან რაციონალური უპირატესობების გარდა, განსაკუთრებული ემოციები და მოგონებებიც აკავშირებს. ტექნიკასთან მისი პირველი, საქმიანი შეხება და ამავდროულად, პირველი სამსახური, არც მეტი, არც ნაკლები — ქართული ლეპტოპის შემქმნელ კომპანიაში მუშაობა იყო.
"უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური მაქსტოპი იყო — ოჯახური ბიზნესი, რომელშიც პირველ რიგში, დიდი იდეისა და მისიისკენ სწრაფვა აღმაფრთოვანებდა. განვახორციელეთ მასშტაბური და საკმაოდ ამბიციური პროექტი — გამოვუშვით პირველი ქართული ლეპტოპი. იმ დროისთვის და არა მარტო, ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო, თუმცა, ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, პროექტმა ფინანსურად არ გაამართლა. ჩემთვის ეს იყო, ერთგვარად, დიდი წარმატებაც და დიდი მარცხიც. იმ ფაქტმა, რომ პირველი გამოცდილება არც ისე კარგად დასრულდა, ჩემში გარკვეული შიში გამოიწვია, მაგრამ ამავდროულად, აღმიძრა დაუოკებელი სურვილი, რომ რაღაც ახალი შევქმნა და ეს სურვილი დღემდე ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია".
კორპორაციული კარიერა
მაქსტოპის შემდეგ, კარიერა ბანკში, კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე განაგრძო. როგორც თავად ამბობს, ბანკმა სტაბილურობისკენ და დისციპლინისკენ სწრაფვის უნარები გამოუმუშავა, რაც ერთი მხრივ, მისი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, თუმცა, მეორე მხრივ, ანტრეპრენერის თავისუფალ სულისკვეთებას უშლის ხელს და რისკზე წასვლას აფერხებს.
"საბანკო საქმიანობა ჩემს კარიერაში სერიოზული ტრამპლინი და კორპორაციული გამოცდილება იყო, რამაც მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები ჩამომიყალიბა. თუმცა, ისევე, როგორც ფაქტობრივად, ყველაფერს, ამ ისტორიასაც მეორე მხარე აქვს — ჩემმა გონებამ მუდმივად რისკების გადაზღვევაზე დაიწყო ფიქრი. რა შეიძლება მოხდეს, რომ კომპანიამ სესხი ვერ დააბრუნოს? რა საფრთხეები არსებობს? რა შეიძლება წავიდეს ცუდად? ამაზე ფიქრი ჩემი ყოველდღიური სამუშაო პროცესი იყო. დღესაც, ნებისმიერ პროექტზე, აუცილებლად მომაფიქრდება მინიმუმ 10 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ამ იდეამ არ გაამართლოს. თუმცა, მუდმივად ვცდილობ, სტაბილურობასა და რისკებს შორის სწორი შუალედი ვიპოვო და გონება გამოწვევების იდენტიფიცირებაზე მეტად, გამოწვევისთვის საპასუხო გამოსავლის პოვნისკენ მივმართო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, კორპორაციულ გარემოში ვსაქმიანობ, ჩემს ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა პერიოდი, როცა დამატებით, ანტრეპრენერულ პროექტებში არ ვერთვებოდი".
ღირებული იდეები, როგორც ბიზნესი
განსაკუთრებული იდეებისადმი სწრაფვა და ახლის შექმნის სურვილი ლევანმა ანტრეპრენერულ საქმიანობად გარდაქმნა. სამსახურთან ერთად, მის კარიერაში ყოველთვის არის მნიშვნელოვანი იდეების და ღირებულებების მატარებელი პროექტები. მათ შორისაა დიზაინერული სნიქერების ბრენდი ქროსთი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ვენროლი, რომელიც განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობას ემსახურება.
"პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ერთ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს — უნდა მჯეროდეს იდეის. თუ პროექტის უნიკალური ხედვა არ ჩანს, თუ მის ღირებულებებს არ ვიზიარებ და შინაარსი არ მაინტერესებს, ბიზნესად ვერ აღვიქვამ. ხშირად მომისმენია მოსაზრება, რომ ბიზნესში შინაარსზე მნიშვნელოვანი ციფრებია. სინამდვილეში კი, ციფრები და შინაარსი ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. მჯერა, რომ მხოლოდ რაციონალური, მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით შემუშავებული იდეები მოკლევადიან ფინანსურ უკუგებას გაძლევს. ის კი, რაც დროს უძლებს და რასაც გრძელვადიანი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია — მომხმარებლისთვის სასიკეთო და საჭირო, ძლიერი ხედვის მქონე ბიზნესია. მაგალითად, ქროსთის შემთხვევაში, შოთა და გიორგი მიქაიების ძლიერმა ხედვამ, იდეამ და მოტივაციამ დამარწმუნა იმაში, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იქნებოდა. ვიღაცისთვის კი, არარაციონალურად ჟღერდა აზრი, რომ ქართველმა მომხმარებელმა, შესაძლოა, ქართულ ფეხსაცმელში სტანდარტულზე მეტი თანხა გადაიხადოს; ამბობდნენ, რომ ზედმეტად სარისკო იდეაა. ვენროლის შემთხვევაშიც, უთქვამთ, რომ ქართული ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ვერ იმუშავებს და ინვესტირება არ ღირს. მე კი მჯერა, რომ პროექტს, რომლის იდეაც განათლების ხელმისაწვდომობაა და საშუალებას გაძლევს, საინტერესო სპიკერების, თვალსაწიერის გასაფართოებელ კურსებს თუნდაც, მგზავრობისას, შენი მობილურით, 10 წუთში მოუსმინო, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მოკლედ, მთავარია, პროექტს ჰქონდეს რაღაც საჭირო, სასიკეთო და მთავარია, შენ ეს დაიჯერო. ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელიც შეგიძლია აქციო რეალობად. სწორედ ესაა, რაც საქმეში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს — ხედვის განსაზღვრა, უნიკალურობის მოძებნა და ბრენდინგი. ახლაც, ჩემს ძმისშვილთან ერთად, Youtube-ის სატესტო პროექტზე ვმუშაობ და იქაც კი, მუდმივად ხედვის ჩამოყალიბების და განსაზღვრის პროცესში ვარ. თუ უშუალოდ კონცეფციის ინტერესი და შინაარსობრივი თანხვედრა არ მაქვს, დროს ვერაფრით ვუთმობ".
ტექნიკა და ტექნოლოგიები
მუდმივად სიახლისკენ, განსხვავებული იდეებისა და განვითარებისკენ სწრაფვამ, ბუნებრივია, მასში ტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებული გრძნობებიც გამოიწვია. სჯერა, რომ ტექნიკა თუ ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანისთვის არა საფრთხე, არამედ, მისი უნიკალურობის წარმოჩენა და ცხოვრების გამარტივებაა.
"ძალიან მიყვარს ადამიანური ურთიერთობები და გამოცდილებები. თუმცა, ეს ტექნიკასთან სიახლოვეს არ გამორიცხავს — პირიქით. მჯერა, რომ ტექნიკა და ტექნოლოგიები უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ადამიანობა გამოვავლინოთ — ვგულისხმობ შემოქმედებით უნარებს. სწორად გამოყენებული სწორი ტექნიკა რესურსების ოპტიმალურად განკარგვის საშუალებას გვაძლევს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ბიზნესის საქმიანობაშიც, პირველი, რაც უნდა ეძიო ისაა, თუ რა არის დღეს ბაზარზე ისეთი, რაც საქმეს გაგიმარტივებს, ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებს, შენც და მომხმარებელსაც. ჩემს საქმიანობაში ყოველთვის ვცდილობ რუტინული პროცესების ავტომატიზაციას. მქონია შემთხვევა, რომ ადამიანებს ეს საფრთხის შემცველად აღუქვამთ. უფიქრიათ, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია მათ ანაცვლებს. რეალურად კი, პირიქითაა. მე მინდა, ჩემი გუნდის წევრს მოსაწყენი სამუშაო მოვაშორო, მინდა მისი დრო უფრო გონივრულად განიკარგოს, შემოქმედებითი უნარებისთვის, ფიქრისთვის, აზროვნებისთვის მეტი დრო ჰქონდეს; სახლში ყოველდღე არა გამოფიტული, არამედ, უფრო ბედნიერი დაბრუნდეს; საკუთარი პოტენციალი თავადაც უკეთ აღიქვას და იგრძნოს, რომ ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ, რუტინის შემსრულებელი. დღეს ბიზნესს ტექნოლოგიური აზროვნების გარეშე სიცოცხლისუნარიანობა არ გააჩნია. ჩემთვის ტექნოლოგიური აზროვნება ნიშნავს ტექნიკის სწორ და დროულ გამოყენებას — რუტინული პროცესების ავტომატიზაციას და გამარტივებას, რის შედეგადაც, ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ფიქრისთვის მეტი დრო რჩება".
ტექნიკა ყოველდღიურობაში
"ჩემი ყოველდღიურობა Apple-ის ტექნიკაა. ამაზე უფრო კომფორტული, უფრო მეტად მომხმარებელზე მორგებული და მეგობრული ტექნიკა ვერ წარმომიდგენია. ნებისმიერი ღილაკი, ნებისმიერი ფუნქცია მარტივი და იდეალური მოხმარებისთვისაა გათვლილი. არასდროს გამჩენია აზრი, რომ გამოვცვალო და სხვა ბრენდზე გადავიდე.
ყველაზე აქტიურად ვიყენებ, რა თქმა უნდა, iPhone-ს — აბსოლუტურად ყველაფრისთვის და iPad-ს — ძირითადად, დიდი დოკუმენტების საკითხავად, ონლაინ შეხვედრებისთვის და ა.შ; ასევე, AirPods-ს. გენიალური გამოგონებაა. მჯერა, რომ ტექნიკა დროს კი არ უნდა გართმევდეს, უნდა გიზოგავდეს, ცხოვრებას, საქმეს გიმარტივებდეს. ზუსტად ასეთია ჩემთვის Apple. დღეს კავშირის პრობლემა არავის აქვს, დღეს ადამიანებს ფოკუსირების პრობლემა აქვთ. Apple კი, დროის გაფლანგვის ნაცვლად, საქმეზე, ცხოვრებაზე ფოკუსირებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი თავის პოვნაში გეხმარება".
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვაFreedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვამოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი მოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
კომენტარები