ტყვეების მეოთხე ნაკადს დღეს გაათავისუფლებენ — გაგრძელდება თუ არა ზავი ისრაელსა და ჰამასს შორის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ისრაელსა და ჰამასს შორის, დღეს სრულდება. 4-დღიანმა ზავმა, საშუალება მისცა მხარეებს, გაეთავისუფლებინათ ტყვეები, პატიმრები და ასევე, ღაზის სექტორში შესულიყო ჰუმანიტარული დახმარება.
- გუშინ ჰამასმა 17 ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის არის 14 ისრაელელი და 1 ამერიკელი. გათავისუფლებული ტყვეების უმეტესობა პირდაპირ ისრაელს გადასცეს, ნაწილმა კი ღაზის სექტორი ეგვიპტის საზღვრიდან დატოვა.
- სანაცვლოდ, ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, უმეტესად — მოზარდი ბიჭები, რომლებსაც პოლიციისთვის ქვების სროლაში, ან — საკუთრების დაზიანებაში ადანაშაულებდნენ.
დეტალები ზავის შესახებ: მოლაპარაკებები კატარში მიმდინარეობდა და მას მხარს აშშ და ეგვიპტე უჭერდნენ.
- შეთანხმება ძალაში პარასკევს შევიდა. ზავი ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეჩერებას 4 დღით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, ჰამასის ტყვეობიდან 50 ადამიანის გათავისუფლებას და ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გამოშვებას.
- პარასკევის შემდეგ, გათავისუფლდა 39 ტყვე და 117 პალესტინელი პატიმარი. ჰამასმა ისრაელს გადასცა 4 წლის გოგოც, აბიგაილ ედანი, რომლის მშობლები ჰამასის თავდასხმებს ემსხვერპლა ისრაელში, 7 ოქტომბერს. ბავშვს ისრაელისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
- "რაც მან გადაიტანა, წარმოუდგენელია", — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან არაფერი იცოდა გოგონას მდგომარეობის შესახებ.
- საერთო ჯამში, ტყვეების სიაში, რომლის გათავისუფლებასაც ელოდებიან, 9 ბავშვი იყო.
- ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს შეტევას, როდესაც ზავი დასრულდება. ის იმყოფებოდა ღაზის სექტორში, სადაც ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა.
- "ჩვენ ყველას დავაბრუნებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს", — თქვა ნეთანიაჰუმ.
- შეთანხმების მიღმა, გათავისუფლდა კიდევ 24 ტყვე. მათი უმეტესობა ტაილანდელია, რომლებიც ისრაელში მუშაობდნენ.
- გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები კი ბავშვები და ახალგაზრდა კაცები არიან, უმეტესად, 15-დან 19 წლამდე. ისინი, ძირითადად, საპროტესტო აქციებზე, ან — სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს იყვნენ დაკავებული.
რა მოხდება ზავის ამოწურვის შემდეგ: წუხელ ჰამასმა განაცხადა, რომ სურს ზავის კიდევ 2-დან 4 დღემდე გაგრძელება, რათა წინასწარ დაგეგმილზე მეტი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდეს.
- ჰამასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-ს უთხრა, რომ შესაბამისი თხოვნით მედიატორებს უკვე მიმართეს.
- მეოთხე გაცვლა დღეს არის დაგეგმილი, ზავის ბოლო, მეოთხე დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი პაუზა 7-კვირიან ომში, რომელიც ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების განმავლობაში, ათწლეულების მანძილზე, ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. ომს 13 300-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.
- 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმებს 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა. 200-ზე მეტი კი კვლავ ჰამასის ტყვეობაში რჩება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები