არქი მაიამი — ლიდერი დეველოპერული კომპანია აშშ-ში ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს
ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ საქართველოს საზღვრებს გასცდა – ის აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი მოიცავს 100-მდე ბინას, სამუშაო, დასასვენებელ და სპორტულ სივრცეებს, ასევე, კომერციულ ფართსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. "არქი მაიამი" — ასე ეწოდება კომპანიის პირველ გლობალურ პროექტს და ის ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განხორციელდება.
უფრო მეტს პროექტის შესახებ არქის პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია, კომპანიის პარტნიორი ზაზა ფაჩულია და Elit Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აქირთავა მოგვითხრობენ.
როდის გადაწყვიტა არქიმ უცხოურ ბაზარზე გასვლა და რა გამოცდილება უმაგრებს მას ზურგს ასეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად?
ილია წულაია: უცხოურ ბაზარზე გასვლაზე საუბარი წლების წინ დავიწყეთ, რადგან მრავალწლიანი გამოცდილება ჯერ კიდევ მაშინ გვაძლევდა შესაძლებლობას უფრო დიდი მასშტაბის პროექტებს შევჭიდებოდით. დღეს არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა. მას აქვს 60-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე პროექტი თბილისის ყველა უბანში, ასევე, ბათუმსა და ბაკურიანში. არქის მცხოვრებლების რაოდენობა კი უკვე 30 000 ადამიანს აჭარბებს. ვფიქრობ, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც შეგვიძლია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ამერიკული სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და გავხდეთ გლობალური კომპანია.
ზაზა ფაჩულია: ჩემი დიდი სურვილი იყო პირველ რიგში აშშ-ს ბაზარზე გვეცადა ძალები, რადგან 20 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ფლორიდის შტატში არსებულმა პოტენციალმა საბოლოოდ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა. ვფიქრობ, არქის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ ამერიკული ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, ცხადია, ბევრი ნიუანსის, დეტალის შესწავლა
და მათზე მორგებაც მოგვიწევს, რასაც სწორი მენეჯმენტითა და შრომით შევძლებთ.
რატომ ფლორიდის შტატი და მაიამი, რით გამოირჩევა ეს ადგილი?
ილია წულაია: ტერიტორია, სადაც „არქი მაიამი“ შენდება, ბოლო წლებია მნიშვნელოვან ურბანულ ადგილად იქცა. აქ მიგრაციის მზარდი მაჩვენებელია, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ამგვარ მიგრაციას დასაქმების დიდი შესაძლებლობები და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობა განაპირობებს. აქ არსებული ულამაზესი სანაპიროები და თბილი კლიმატი კი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
გიორგი აქირთავა: პომპანოს სანაპიროს ურბანული განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თვითონ ქალაქის მერიისთვისაც. მისი მიზანია, აქ შეიქმნას ახალი, უნიკალური საცხოვრებელი ზონა, რომელიც დააკმაყოფილებს ბინებზე მზარდ მოთხოვნას. ტერიტორიის ურბანულ პოტენციალს კარგად ხედავს მსოფლიო დონის დეველოპერული კომპანიებიც, ამიტომ „არქის“ გარდა, აქ პროექტების განხორციელებას წამყვანი ბრენდებიც გეგმავს.
რაც შეეხება არქის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას, მის მახლობლად არის ბევრი მწვანე სივრცე, გასართობი მოედნები ბავშვებისთვის და ჯანსაღი გარემო სპორტული აქტივობებისთვის. ჩვენი საცხოვრებელი ბინა სრულად იქნება მორგებული ამერიკულ სტანდარტებზე. უნიკალური იქნება მისი არქიტექტურა და დიზაინიც, რომელზეც წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studio-მ იმუშავა.
მაინც რა სტილის არქიტექტურა ექნება არქი მაიამის და რა სივრცეებს გააერთიანებს კომპლექსი?
ილია წულაია: არქი მაიამი თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი იქნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის, მაღალი ხარისხის მასალებით აშენდება. ის გარკვეულწილად გაიმეორებს მაიამიში არსებული ნაგებობების არქიტექტურულ დეტალებს, თუმცა ექნება უნიკალური მახასიათებლები.
კომპლექსი გააერთიანებს 97 საცხოვრებელ ბინას, საერთო სამუშაო სივრცეს, კომერციულ ფართს, ფიტნეს ცენტრს, აუზს, გოლფის სათამაშო მოედანსა და კვების ობიექტებს. არქი მაიამის, ასევე, ექნება ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 130 ავტომობილს დაიტევს.
როგორია „არქის“ სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზარზე?
ზაზა ფაჩულია: მე და ჩემი პარტნიორები ვთანხმდებით, რომ თუ ადამიანი ან კომპანია არ ვითარდება და ერთ ადგილას დგას, ე.ი. უკან მიდის. ჩვენ კი გაჩერებას და უკან სვლას არ ვაპირებთ. სამომავლოდ, არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ აშშ-ში — ეს შეიძლება ისევ ფლორიდის შტატი იყოს, შეიძლება სხვა ლოკაცია.
ვფიქრობ, რომ წარმატებას არასდროს აქვს ლიმიტი, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების სფეროში. ასე რომ, არჩეულ გზას შემართებით მივუყვებით და გვჯერა, ისეთივე შედეგებს მივაღწევთ აშშ-ს ბაზარზე, როგორსაც საქართველოში მივაღწიეთ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები