10 ბიუჯეტური საჩუქარი, რომლისთვისაც 50 ლარი გეყოფა
ახალი წელი ნაძვის ხესთან, გოზინაყთან, თოვლთან, გართობასთან და, რა თქმა უნდა, საჩუქრებთან ასოცირდება. წლის მიწურულს ერთი სული გვაქვს, ჩვენი საყვარელი ადამიანები გავახაროთ და ისეთი რამ ვაჩუქოთ, რითაც მათ ღიმილს დავიმსახურებთ. მაგრამ თუ გვინდა, დეკემბრის ბოლოს ჩვენც გვეღიმებოდეს, ბიუჯეტის სწორად გადანაწილება არ გვაწყენდა.
თუ დასამახსოვრებელი საჩუქრის შერჩევა გინდა და 50-ლარიანი ბიუჯეტი გაქვს, შენ გვერდით გვიგულე: ამ სტატიაში 10 ისეთ ნივთს შემოგთავაზებთ, რომლითაც შენს ადრესატსა და საფულეს ერთდროულად გაახარებ.
1. "თამაში, რომელშიც დავახლოვდებით"
Asymptote Journey-ის თამაში შეგიძლია შენს პარტნიორს ან იმ მეგობარს აჩუქო, რომელიც ახლა ყურებამდეა შეყვარებული. თამაში ისეთ კითხვებს აერთიანებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებასა და მათ შორის არსებული კავშირის განმტკიცებაში დაეხმარებათ. მოკლედ, თუ ახალი წლისთვის შენი ან შენი ადრესატის გასაკეთებელ საქმეთა სიაში ჯანსაღი ურთიერთობები და გულწრფელობაა, ეს საჩუქარი ისაა, რაც გჭირდება.
ფასი: 40 ₾ / დეტალურად ნახვა
2. ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით
ცივ სეზონზე ყავას, ჩაის ან ცხელ შოკოლადს რა შეედრება?! ამისათვის შენს მეგობარს, რომელსაც, ალბათ, ხელოვნებაც ძალიან უყვარს, ფრიდა კალოს ფინჯანი აუცილებლად გამოადგება. დაგვიჯერე, ამ კოხტა ფინჯანს "მადონას სერვიზის" გვერდით ნამდვილად ვერ შემოდგამს!
ფასი: 33 ₾ / დეტალურად ნახვა
3. რობოტის ფორმის ჩაის დასაყენებელი
თუ შენს ადრესატს უკვე ნაირნაირი ჭიქების კოლექცია აქვს და ზამთარ-ზაფხულ ჩაის სვამს, დაგვერწმუნე, რობოტის ფორმის ჩაის დასაყენებელი გულწრფელად გაუხარდება. დილით ადრე ადგომას სულ სხვა პეწი აქვს, როცა იცი, რომ სამზარეულოში ჩაის ექსპერტი რობოტი გელოდება!
ფასი: 33 ₾ / დეტალურად ნახვა
4. საპასპორტე "მფრინავი მღებავი"
თუ შენი ადრესატი თვითმფრინავში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ხმელეთზე, პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავით შთაგონებული საპასპორტე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ააფრენს! ეს საპასპორტე უთვალავ ქვეყანას მოივლის და შენი ადრესატის საუკეთესო მოგონებებსაც საგულდაგულოდ შეინახავს.
ფასი: 35 ₾ / დეტალურად ნახვა
5. ყურსასმენების ზოლიანი ჩასადები
მუსიკის მოყვარული ადრესატისთვის ყურსასმენების ჩასადები განსაკუთრებულად საჭირო და პრაქტიკული ნივთია. ეს ზოლიანი ჩასადები გარდა იმისა, რომ ლამაზი და ფერადია, წყალგაუმტარიცაა და ჩანთაზე თუ გასაღებების აცმაზეც მარტივად მაგრდება.
ფასი: 37,50 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ასტრონავტის ფორმის ბრელოკი
თუ შენი ადრესატი მუდამ ცაში იყურება და იმაზე ფიქრობს, როგორ მოჩანს ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან, ასტრონავტის ფორმის ბრელოკით ცოტა ხნით დედამიწაზეც დააბრუნებ და გააღიმებ. ვინ იცის, იქნებ ბავშვობის ოცნების ასრულებისკენაც უბიძგო და მომავალ წელს ნასაშიც აღმოჩნდეს!
ფასი: 23 ₾ / დეტალურად ნახვა
7. ასიმეს წერტილებიანი ბლოკნოტი
მოთხრობების წერა, კვირის დაგეგმვა, დღიურის წარმოება, ხატვა, საყიდლების სიის შედგენა ან უბრალოდ განტვირთვა — წერტილებიანი ბლოკნოტი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა, ვისთვისაც შემოქმედებითი პროცესი თუ ორგანიზებულობა მნიშვნელოვანია. თანაც დამატებით მისალოცი ბარათის ყიდვაც აღარ მოგიწევს, რადგან შეგიძლია, საახალწლო სურვილები შენს ადრესატს პირდაპირ ყდაზე მიუწერო.
ფასი: 35 ₾ / დეტალურად ნახვა
8. დასაკეცი საკითხავი ლამპა
წიგნის ჭიებისთვის საჩუქრის შერჩევა მარტივი როდია: ყველა წიგნი, რომელიც კი არ უნდა უხსენო, ხშირად უკვე წაკითხული აქვთ ხოლმე. სწორედ ამიტომ ხანდახან სჯობს მათ არა წიგნები, არამედ კითხვის პროცესის გასამრავალფეროვნებლად საჭირო აქსესუარები შევურჩიოთ, როგორიცაა, მაგალითად, დასაკეცი საკითხავი ლამპა. ამ ლამპას შენი მკითხველი მეგობარი საყვარელ წიგნთან ერთად მუდამ თან ატარებს და კითხვისას ყოველთვის შენ გაახსენდები.
ფასი: 29 ₾ / დეტალურად ნახვა
9. ბროწეულებიანი ჩანთა
ისეთი ნაცნობი თუ მეგობარი ყველას გვყავს, ვინც მუდამ გადარბენაზეა და ჩანთით იმდენ რამეს დაატარებს, რომ ჰერმიონ გრეინჯერი და მისი ჯადოსნური ჩანთა გვახსენდება, რომელშიც ყველაფერი ეტევა. თუ შენი ადრესატიც ასეთია, ბროწეულებიანი ჩანთა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ფასი: 35 ₾ / დეტალურად ნახვა
10. კალეიდოსკოპი
თუ გინდა, შენი ადრესატი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურო და მის ფანტაზიასაც მისცე გასაქანი, კალეიდოსკოპი მარტივი, თუმცა დასამახსოვრებელი და სასიამოვნო საჩუქარია. ვინ იცის, იქნებ შენმა ადრესატმა კალეიდოსკოპით სამყარო ახალი თვალითაც დაინახოს!
ფასი: 33 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
კომენტარები