რუსეთი სომხურ ტვირთს "სანიტარული ნორმების დარღვევის გამო" არ იღებს
რუსეთის საბაჟომ, "სანიტარული ნორმების დარღვევის გამო", ქვეყანაში რამდენიმე სომხური სატვირთო მანქანის შესვლა დაბლოკა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ უარესდება.
სომხური სატვირთო მანქანები, 23 ნოემბრიდან საქართველოსა და რუსეთის საზღვართან დგას.
ორშაბათს, სომეხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გარნიკ დანიელიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე სომხური სატვირთო უკვე დაბრუნდა სომხეთში, "დაახლოებით 200-მდე კი კვლავ საზღვართან იცდის".
კომპანია Rose Field-ის წარმომადგენელმა, რომლის კუთვნილი სატვირთო მანქანებიც საზღვართან არიან გაჩერებული, Hetq-თან ამბობს, რომ რუსეთი არ უშვებს ტვირთს, რადგან ცდილობს, სომხეთი ეკონომიკურად შეავიწროოს. მიზეზი კი, მისი თქმით, სომხეთის მიერ პოლიტიკური ტრაექტორიის მცდელობაა.
"ფიტოსანიტარული კონტროლი ყოველთვის იყო, ფორმალურიც და არაფორმალურიც, მაგრამ ასეთი პრობლემა, როგორიც არის ექსპორტის ფართო აკრძალვა, არასოდეს მომხდარა", — თქვეს კომპანიაში.
სატვირთო მანქანებს, არსებული ინფორმაციით, ხილი, ბოსტნეული, ყვავილები და თევზი გადააქვთ. Hetq-ის ინფორმაცით, სომხური ექსპორტი რუსეთში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რადგან რუსეთს უნდა ჩაენაცვლებინა პროდუქტი, რომელსაც მანამდე დასავლეთისგან იღებდა.
კომპანია Rose Field-ს რუსეთის საბაჟოზე უთხრეს, რომ დავალება, არ შეეშვათ სატვირთოები, მოსკოვიდან მიიღეს.
მიმდინარე კვირას, რუსული მედია იუწყებოდა, რომ რიგი ზემო ლარსზე სულ უფრო გრძელი ხდებოდა, რადგან ამინდის გამო, გზებზე შეზღუდვები მოქმედებდა. კომერსანტის თქმით, საზღვარზე 2600-ზე მეტი სატვირთო მანქანა დგას.
კვირას, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა განაცხადა, რომ "შექმნილი მდგომარეობის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებას მართავდა.
პოლიტიკური გამოძახილები
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სომხური სატვირთო მანქანების რუსეთში არშეშვების შესახებ, სომხურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ბრალი დასდეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრის ჩაშლის გამო.
"ჩემი აზრით, რუსეთი კონკრეტულ მესიჯებს გზავნის [ერევანში]", — თქვა რადიო თავისუფლებასთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სომხეთის ალიანსიდან, არტურ ხაჩატრიანმა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს იყო მოსკოვის სამაგიერო პასუხი ფაშინიანის გადაწყვეტილებაზე, არ მიეღო მონაწილეობა მინსკის CSTO-ს სამიტში, ნოემბრის ბოლოს.
სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან სწრაფად გაუარესდა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ. ერევანი, როგორც ჩანს, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების გამო, შორდება CSTO-ს, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს და ასევე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.
გარდა მინსკის სამიტისა, სომხეთმა უარი თქვა CSTO-ს ერთობლივი სამშვიდობო წვრთნების მასპინძლობაზე და უარი თქვა შემოდგომაზე CSTO-ს ორ სხვა წვრთნებში მონაწილეობაზე.
ერევანმა, ასევე, მარტში უარი თქვა წარმომადგენლის გაგზავნაზე CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.
რუსეთი ხშირად აწესებდა შეზღუდვებს იმპორტზე მეზობელი ქვეყნებიდან "სანიტარული ნიშნით", მათ შორის, სომხეთიდან, გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.
ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც სომხეთის პარლამენტი ემზადებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებისთვის, მას შემდეგ, რაც სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე ერთი კვირის განმავლობაში, საზღვრის კვეთის მოლოდინში, 60 სომხური სატვირთო იდგა.
ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში და გააკრიტიკა სომხეთის უსაფრთხოების მოკავშირეები, რუსმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, გადაედო კანონპროექტის განხილვა, რომელიც აღიარებს სომხურ მართვის მოწმობას სამეწარმეო და შრომითი საქმიანობის მიზნით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები