გრიგოლ გეგელია

29 Nov. 2023, 15:40

არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს ეუთოს სხდომას სერგეი ლავროვთან ერთად.

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რამდენიმე დღეში მაკედონიაში გაიმართება. მას ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

პროტესტის ნიშნად, სხდომას ბოიკოტს უცხადებენ უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის მოსპობას.

ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში, მაგრამ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერ-მინისტრი, სულ ცოტა ხნის წინ.

დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას, აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად. კატეგორიულად მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! ოკუპანტი ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახავია!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის

რა ხდება: საქართველოში მოქმედი 120 ორგანიზაცია ერთობლივად აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების სახით, ქვეყანაში…