Tales of the Silk Road — ვოლვო ქარ საქართველოს და IERI Store-ის კოლაბორაცია
ვოლვო ქარ საქართველომ, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან აქტიურად თანამშრომლობს და მათთან არაერთი პროექტითაა დაკავშირებული, ახლახან კიდევ ერთ საინტერესო ექსპერიმენტს ჩაუყარა საფუძველი. Volvo-სა და კონცეპტუალური მაღაზიის — IERI Store-ის თანამშრომლობით შექმნილი კამპანია — სახელწოდებით Tales of the Silk Road — ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Volvo-ს ავტომანქანებისა და IERI- ის კოლექციების ერთობლივ ვიზუალებს წარმოგვიდგენს.
გასაკვირი არაა, რომ ელეგანტურობით, სანდოობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეულმა Volvo-მ თანამშრომლობისთვის კონცეპტუალური მაღაზია IERI აირჩია. ორივე მათგანის საერთო მახასიათებელი, პირველ რიგში, ხაზგასმული ინდივიდუალურობაა, რამაც ჰარმონიულად გააერთიანა ავტომობილის დიზაინი და მაღალი მოდა. თითქმის 100 წელია, Volvo მდგრადობის, უსაფრთხოებისა და რაფინირებული გემოვნების სიმბოლოა. IERI Store კი საქართველოში მოდასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს საკუთარ კონცეფციას უპირისპირებს და, ფაქტობრივად, მოდის ინდუსტრიის გადააზრების შესაძლებლობას ქმნის.
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი: "ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად უჭერს მხარს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და არტისტებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. თუმცა მოდის მიმართულებით ეს ჩვენი პირველი ექსპერიმენტი იყო. IERI-თან კოლაბორაციის იდეა ჩვენს გუნდში გაჩნდა, რადგან ვფიქრობთ რომ ამ ორ ბრენდს ძალიან ბევრი საერთო რამ აერთიანებს. ორივე მათგანი გამოირჩევა ხასიათით და მომხმარებელს მაშინ მოსწონს ეს ბრენდები, როცა სიღრმისეულად ეცნობა მათ კონცეფციას. ერთად ვიმსჯელეთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რა ტიპის თანამშრომლობა იქნებოდა საუკეთესო. ამ ორი, სრულიად განსხვავებული სექტორის წარმომადგენელი ბრენდის თანამშრომლობა თავისთავად ექსპერიმენტულია და გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა. გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა და დავუკავშირდით დავით აფაქიძეს, არტისტს. სამივე მხარის ხედვა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ცხადია, შეგვეძლო, არჩევანი კლასიკურ ფოტოსესიაზე შეგვეჩერებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, სრულიად განსხვავებული ვიზუალები მივიღეთ, რომლებიც მეტი ფანტაზიის საშუალებას გაძლევს, ვიდრე ფოტო. იმედია, მომხმარებელსაც მოეწონება. ზოგადად, ჩვენი მომხმარებლები Volvo-ს ირჩევენ ტექნოლოგიური განვითარების, სანდოობის, სისადავისა და ელეგანტურობის გამო. სწორედ ამ მხრივ ვიპოვეთ საერთო IERI Store-ისთან. ესაა ბრენდი, რომელიც მაღალ მოდას მშვიდად და ერთგვარი სისადავით გთავაზობს, რაც იშვიათია და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს".
IERI Store თანამედროვე ქართულ მოდასა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში მდებარე ყველაზე მასშტაბურ კონცეპტუალურ მაღაზიაში ქართველი დიზაინერების მრავალფეროვანი კოლექციებია თავმოყრილი, თუმცა IERI არაა უბრალოდ ტანსაცმლის მაღაზია. ის მომხმარებელს სასიამოვნო ატმოსფეროს, შესანიშნავ მომსახურებას და, რაც მთავარია, ისტორიას სთავაზობს, რომელსაც ეყრდნობა მაღაზიის შექმნის იდეა.
ანკა ციციშვილი, IERI Store-ის კრეატიული დირექტორი: "IERI-ს მომხმარებლები პროგრესული ადამიანები არიან, რომლებიც არ წყვეტენ პიროვნულ განვითარებას. ისინი მუშაობენ თავიანთ თავზე როგორც აზროვნების თვალსაზრისით, ისე ემოციურად თუ სტილის სრულყოფის მხრივ. ჩვენი მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული არაა ნივთების მატერიალური ღირებულება, მაგრამ ანგარიშგასაწევია მათი ხარისხი და ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობა. ისინი აფასებენ მაღალ ხარისხს, ისევე როგორც თავიანთ შინაგან სილამაზეს, უყვართ ელეგანტურობა, რომელსაც ხაზს უსვამს მათი სამოსი თუ მაღალი კლასის მანქანა. ჩვენი თანამშრომლობა Volvo-სთან ამ ღირებულებების მიმართ ორივე ბრენდის ერთგულებამ განსაზღვრა. ვიზუალური მასალა, რომელიც თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ, მნახველს საშუალებას მისცემს, უკეთ აღიქვას როგორც Volvo-ს, ისე IERI-ს ფილოსოფია და გახდეს მათი ერთგული მომხმარებელი. Volvo-ს ხარისხი უსაფრთხოებასთან ასოცირდება, მას თამამად ანდობ შენს ოჯახსა და შვილებს, თავად ენდობი მანქანას. Volvo-ს თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ, ისევე როგორც IERI Store-ის. ჩვენი მომხმარებლები არავის არაფერს უმტკიცებენ, მათ იციან, რა სურთ, აფასებენ მცირე დეტალებს და ამავე დროს შეუძლიათ გლობალური სურათის დანახვა".
Volvo X IERI — ორი ბრენდის საერთო კამპანია სისრულეში მოიყვანა ხელოვნური ინტელექტისა და ქართველი არტისტების შემოქმედებითი შესაძლებლობების გაერთიანებამ. კამპანიის ვიზუალები დავით აფაქიძის, ლაშა ყაბანაშვილისა და ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილის მიერ შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტისა და მოდის ფოტოგრაფიის სინთეზით შექმნილი ფუტურისტული ვიზუალები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს Volvo-სა და IERI-ს ჰარმონიულ შერწყმას, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქმება საქართველოს მრავალფეროვან პეიზაჟებში, მდიდარ კულტურასა და დინამიკურ გარემოში. თითოეული ფოტო განსხვავებულ ამბავს ჰყვება, გვაჩვენებს კარგად ნაცნობ ქუჩებს, მაგრამ, ამავდროულად, ხედვის ახლებურ კუთხეს გვთავაზობს; გვიღვიძებს ახალ შეგრძნებებს, რომლებსაც გააზრებულად ან ჩვენდა უნებურად ვეძებთ ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად.
დავით აფაქიძე, არტისტი: "დამიკავშირდა IERI-ს წარმომადგენელი, იდეის შესახებ მომიყვა და შემომთავაზა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამეკეთებინა ვიზუალები, რომლებიც მათ პროექტის ფარგლებში სჭირდებოდათ. იდეამ თავიდანვე ძალიან დამაინტერესა. ხელოვნურ ინტელექტზე უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობ, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ჩემთვისაც სიახლე იყო. დავუკავშირდი ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილს და ლაშა ყაბანაშვილს, რომელიც ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. აბრეშუმის გზას გავყევით და მის სხვადასხვა საკვანძო ადგილზე ვიმოგზაურეთ ვირტუალურად. ფაქტობრივად, ეს იყო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისეთი შედეგის მიღება შეიძლება, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვერ მიაღწევ. ამავე დროს გვინდოდა, ეს ვიზუალები ავთენტური ყოფილიყო, ერთდროულად შეენარჩუნებინა ქართული ხასიათი, რაც IERI-სთვისაა დამახასიათებელი, და Volvo-ს სკანდინავიური ესთეტიკა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა".
ორივე ბრენდის ხედვის ნაწილია ის, რომ ტრადიციულ საწყისებს თანამედროვეობაში აქტუალობა და თვითმყოფადობა არ დაეკარგოს. ორივე ბრენდი შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ, გრძნობენ და აფასებენ ესთეტიკას, გამოირჩევიან სახასიათო ხელწერით. შეუძლებელია შემთხვევით აირჩიო Volvo ან IERI, თუ თანხვედრაში არ ხარ ამ ბრენდების ფილოსოფიასთან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები