ისრაელის ჯარი ახლა ღაზის სამხრეთშია, სადაც ჩრდილოეთიდან, დაბომბვის გამო გაქცეული ასობით ათასი ადამიანი აფარებს თავს
რა ხდება: სამდღიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, ისრაელის სახმელეთო ძალები ღაზის სამხრეთ ნაწილისკენ მიიწევს. ისრაელის არმია უკვე ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთით ატარებს ოპერაციებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს.
დეტალები: გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევი ღაზის დივიზიის რეზერვისტებს ესაუბრა. მან ჯარისკაცებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ძლიერად იბრძოლეს, ახლა კი იგივე ღაზის სამხრეთში უნდა გაიმეორონ.
- IDF-ის წარმომადგენელმა, მოგვიანებით, თქვა, რომ ისრაელი აგრძელებს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ღაზის მთელ ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებში, ჯარისკაცებს "ტერორისტებთან ბრძოლა პირისპირაც უწევთ".
რა ხდება ახლა ღაზის სამხრეთით: მას შემდეგ, რაც ერთკვირიანი ზავი ამოიწურა, ისრაელმა დაბომბვა განაგრძო. საჰაერო თავდასხმას, ხან იუნისის მოსახლეობა აფასებს, როგორც თავდასხმების ყველაზე ძლიერ ტალღას, რაც კი ქალაქში აქამდე უნახავთ.
- ცეცხლის შეწყვეტის შვიდდღიანი შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა 110 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი ისრაელმა ციხეებიდან 240 პალესტინელი პატიმარი გამოუშვა.
- გუშინ დილით, ისრაელის არმიამ ხან იუნისის მოსახლეობის ნაწილს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ისრაელი დარწმუნებულია, რომ ჰამასის ხელმძღვანელი პირები ქალაქში იმალებიან, სადაც ახლა ასობით ათასი ადამიანია. მათი უმეტესობა ჩრდილოეთიდან, ომის დასაწყისში, ისრაელის დაბომბვას გამოექცა.
- UNICEF-ის წარმომადგენელი ჯეიმს ელდერი ამბობს, რომ ნასერის სამედიცინო ჰოსპიტალი, ხან იუნისში, ბრძოლის ველად იქცა. მან BBC-სთან თქვა, რომ საავადმყოფოსთან ახლოს გაუჩერებლად ისმის აფეთქების ხმა, კლინიკაში მიჰყავთ ბავშვები დაზიანებებით თავის არეში და მძიმე დამწვრობებით.
- "ამ საავადმყოფოში მე ხშირად დავდიოდი, ოჯახები და ბავშვები მიცნობდნენ. ახლა ეს ხალხი მთხოვს, სადმე უსაფრთხო ადგილას წავიყვანო. სად არის უსაფრთხო ადგილი?!", — ამბობს ელდერი.
ბოლო ხაზი: პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, ზავის ამოწურვის შემდეგ, 500 ადამიანი მოკლეს.
- ომის დაწყებიდან დღემდე კი მსხვერპლი 15 500 პალესტინელს აჭარბებს.
- ისრაელმა ღაზის დაბომბვა ჰამასის თავდასხმების შემდეგ, 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელში ჰამასმა 1200 ადამიანი მოკლა, 240 კი მძევლად წაიყვანა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები