აგროსაქმიანობა ჰგავს მეცნიერულ შრომას და კავშირშია მუდმივ განვითარებასთან — ლეო ახვლედიანი
თანამედროვე ფერმერის ლეო ახვლედიანის წინაპრები აქტიური მიწათმოქმედები იყვნენ. ამიტომ აგრომეურნეობის ძირითად პრინციპებს ის ბავშვობის წლებშივე გაეცნო. თავად ლეო სოფლის მეურნეობას 10 წელზე მეტია, რაც მისდევს. როგორც ამბობს, ამ პროფესიაში მას ყველაზე მეტად მუდმივი განვითარების შესაძლებლობა ხიბლავს. აგროსაქმიანობა ჰგავს მეცნიერულ შრომას და კავშირშია მუდმივ განვითარებასთან. ფერმერობა არის პიროვნული გამოწვევა და ის ახალი უნარების განვითარების საშუალებას გაძლევს", — ამბობს თანამედროვე ფერმერი.
ლეო ახვლედიანს სოფელ სართიჭალაში სიმინდი მოჰყავს. მეურნეობას სამხრეთ აფრიკელ პარტნიორთან ერთად უძღვება, რომლის წინაპრებიც, ლეოს ოჯახის მსგავსად, წარმატებული მიწათმოქმედები იყვნენ. „ეს კოლაბორაცია საკმაოდ უნიკალურია, რადგან ავიღეთ აფრიკული ცოდნა და გამოცდილება და საქართველოში დავნერგეთ“, — აღნიშნავს ფერმერი. ორი ქვეყნის გამოცდილების კომბინაციამ გაამართლა — ლეოსა და მის პარტნიორს დღეს საქართველოში მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის სიმინდი მოჰყავთ.
ლეო ხშირად ატარებს ექსპერიმენტებსაც. აქვს საცდელი მინდვრები, რომლებზეც ყოველ წელს ახალ ჯიშებს ცდის, სწავლობს მათ მახასიათებლებს და საბოლოოდ ამ ცოდნას მოსავლიანობის გაუმჯობესებისთვის იყენებს. "პირველ რიგში, თანამედროვე ფერმერმა უნდა მოახდინოს სწორი ანალიზი. ამისათვის, რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია უნდა მიიღოს და სწორად გაფილტროს ის", — აღნიშნავს ფერმერი. წელს ლეო ახვლედიანმა პირველად გამოცადა სიმინდის ჰიბრიდების წამყვანი მწარმოებლის DEKALB-ის ინოვაციური სათესლე მასალა DKC 6980, რომელიც აგროსფეროსგან შეიძინა. შედეგად, გამორჩეული მახასიათებლების ჯანსაღი სიმინდი მიიღო, რის გამოც DEKALB-ს დათესვას ლეო მომავალ წელს უფრო დიდ ფართობზე გეგმავს.
თანამედროვე ფერმერი „აგროსფეროსგან“ იმარაგებს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. მისი დახმარებითვე ჩამოიტანა მან საქართველოში LEMKEN-ის ფირმის RUBIN 12, აგრეგატი, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის დამუშავებისთვის გამოიყენება. „ეს აგრეგატი აღმოჩენა იყო, რადგან საშემოდგომო სამუშაოებს ძალიან გვიმარტივებს. ის გვეხმარება მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მასის მიწაში ჩაბრუნებაში, რაც ძალიან კარგი საკვებია ნიადაგისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც წესი, მინდვრის გადაწვას მიმართავენ ხოლმე. ეს კი ძალიან ცუდია გარემოსთვის და ნიადაგისთვის“, – აღნიშნავს ის.
ახლა ლეო აღებული მოსავლის დახარისხებასა და დაბინავებაზე ზრუნავს. პარალელურად კი აგრეგატ RUBIN 12-ის დახმარებით, ნიადაგის დამუშავების აქტიურ პროცესშია, რათა ის მომავალი წლის დიდი შემოდგომისთვის მოამზადოს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები