გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს აზერბაიჯანელი პოლიციელი 12 წლის ბიჭს
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიცია 12 წლის ბიჭს სცემს ჩრდილოეთ აზირბაიჯანში. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი, მისი მამა და ბიძა, ინციდენტის შემდეგ დაიჭირეს.
კადრები სოციალურ მედიაში კვირას გავრცელდა. პოლიციელები 12 წლის დენიზ აღაევს და მის მამას, სახავატ აღაევს გაბალას რაიონში, სოფელ ვანდამში თავს ესხმიან.
ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს მიწაზე დავარდნილ დენიზ აღაევს უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელი, შემდეგ კი საყელოთი ქაჩავს და მიათრევს პოლიციის მანქანამდე, სადაც ჩანს, რომ სხვა პოლიციელი თავს ესხმის სახავათ აღაევს.
პოლიციამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ცდილობდნენ დაეკავებინათ სახავათ აღაევი, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და "საჯარო სივრცეში სახიფათო სიტუაცია შექმნა".
"დაკავებისას მისმა ახლო ნათესავებმა და მასთან ერთად მყოფმა არასრულწლოვანმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, ცდილობდნენ ქვებით დაეზიანებინათ პოლიციელი და მისი სამსახურებრივი მანქანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "მეიდან TV-ს" განუცხადა, რომ აღაევების ოჯახი დენიზის მე-12-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა, დაპირისპირება კი სახვათ აღაევსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მას მოუწოდეს, არ ეხმაურათ.
"როდესაც პოლიციელებმა სცადეს მამის გაყვანა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. პოლიციამ კაცის ცემა ბავშვის თვალწინ დაიწყეს", — ამბობენ ადგილობრივები — "შემდეგ ბავშვმა ქვები ესროლა პოლიციას. ერთ-ერთი ოფიცერი მოვიდა, დააგდო მიწაზე დენიზი და ძლიერად დაარტყა".
ანონიმურმა წყარომ, ასევე, დაამატა, რომ პოლიციამ სახავატ აღაევი, მისი ძმა ელდენიზი და დენიზი დააკავა. ბავშვი იმავე ღამეს გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ დაადგინეს პოლიციელის ვინაობა, რომელმაც სცემა დენიზ აღაევს და ის სამსახურიდან "უფლებამოსილების გადამეტებისთვის" გაათავისუფლეს.
მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ მომხდარზე ორი პირი დააკავეს, სავარაუდოდ, სახავატ და ელდენიზ აღაევები.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები