როგორ დავიბრუნოთ და გავანაწილოთ Black Friday-ზე დახარჯული თანხა?
ალბათ დაგვეთანხმები, რომ საოცნებო ნივთის პოვნა, მერე მასზე ფასდაკლების აღმოჩენა და ყიდვა ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა, შესაძლოა, ოდესმე გიფიქრია, რომ აჯობებდა, ერთიანად დახარჯვის ნაცვლად, თანხა გაგეყო და რამდენიმე თვეზე გადაგენაწილებინა ან, სულაც, დეკემბრის დასაწყისშივე აღმოგიჩენია, რომ ცოტა ხნის წინ Black Friday-ის "გრანდიოზული ფასდაკლებით" სარგებლობის მიუხედავად, მოახლოებული წინასაახალწლო სამზადისისთვის მეტი თანხა უნდა გადაგენახა.
საბედნიეროდ, უკვე დიდი ხანია, არსებობს მოსახერხებელი და კომფორტული პროდუქტი — თიბისი განაწილება, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, ნივთის საფასური ოთხ ტოლ ნაწილად გაყო და ოთხი თვის განმავლობაში დაფარო, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ Black Friday-ის სასიამოვნო "ცდუნებას" აჰყევი, ნივთი ერთიანად შეიძინე და მოგვიანებით აღმოაჩინე, რომ შენი ბიუჯეტი თვის ბოლომდე ალბათ აღარ გეყოფა? — ამ შემთხვევიდან გამოსავალიც უკვე არსებობს!
თიბისი განაწილებას ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაიბრუნო ნივთში გადახდილი საფასური და ოთხ თვეზე გადაანაწილო.
როგორ ვისარგებლოთ ახალი ფუნქციონალით?
თანხის დაბრუნება ისეთივე მარტივია, როგორც თიბისი განაწილებით სარგებლობა. ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიარო ციფრულ ბანკში:
- დაიმტკიცო განაწილების ლიმიტი;
- განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიო ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურს და დააჭირო ღილაკს "ტრანზაქციის განაწილება";
- წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდება და მის განაწილებას 4 თვეზე შეძლებ.
მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღეზე მეტი.
რა უპირატესობები აქვს თანხის დაბრუნებასა და განაწილებას?
შოპინგის გამოცდილება ახლა კიდევ უფრო სასიამოვნოა.
განაწილების ახალი ფუნქციონალით:
მოიპოვებ მეტ ფინანსურ თავისუფლებას: ამიერიდან შეგიძლია დაემშვიდობო სტრესს ან სინანულს, რომელიც, შესაძლოა, დიდი ან სულაც — მცირე თანხის ერთიანად გადახდას მოსდევს ხოლმე. თანხის დაბრუნებითა და მისი განაწილებით, შენ უკვე შეგიძლია, ადვილად მართო ტრანზაქცია და ის ბიუჯეტთან მეგობრულ ოთხთვიან შენატანად აქციო.
იშოპინგებ უფრო თავდაჯერებულად: ერთხელ მაინც ყველას დაგვიხარჯავს ფული იმპულსურად. ამიტომ თუ მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ შეძენილი ნივთის საფასური შენს ბიუჯეტს არ შეესაბამება, მაინც გაქვს მოქნილობისა და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
შეძლებ ეფექტიან ბიუჯეტირებას: ამიერიდან უკეთ აკონტროლებ საკუთარ ფინანსებს და ტრანზაქციას ადვილად დასაფარ ნაწილებად ყოფ. შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავს იზღვევ და მშვიდად გეგმავ მომავალ თვეებში მოსალოდნელ დანახარჯებს.
რა უნდა ვიცოდეთ კიდევ?
თანხის დაბრუნების შემთხვევაშიც, როგორც სხვა დროს, თიბისი განაწილებით სარგებლობისას, პროდუქტის საფასური ოთხ ტოლ ნაწილად იყოფა და ოთხი თვის განმავლობაში, ფიქსირებულ დროს ანგარიშიდან იჭრება. ჯამში კი 100-დან 5000 ლარამდე თანხის მომენტალურად დაბრუნებაა შესაძლებელი. რაც შეეხება დამატებით ხარჯებს, საკომისიოებსა და საპროცენტო განაკვეთებს:
- წინსწრების საკომისიო — 0%-ია;
- გაცემის საკომისიო — 0%;
- თვიური საპროცენტო განაკვეთი — 1%.
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი — 21.44%.
რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, 100-ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში, თვეში 26 - 26 ლარს, ჯამში — 104 ლარს გადაიხდი.
სულ ეს არის — ჩვენ უკვე გაგანდეთ Black Friday-ზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნების "საიდუმლო". ამიერიდან კი შეგიძლია უფრო თავდაჯერებულად იშოპინგო, რადგან გეცოდინება, რომ ფინანსური მოქნილობის მისაღწევად და ბიუჯეტის ჭკვიანურად გადანაწილებისთვის შენივე მობილურში სულ რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა იქნება საჭირო. ასე რომ, გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება თიბისი განაწილებით.
P.S. თიბისი განაწილების ახალი ფუნქციონალით სარგებლობა შესაძლებელია როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე. მათ შორის შესაძლებელია საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილი ნივთის საფასურის უკან დაბრუნებაც, თუ თანხა ლარშია ჩამოჭრილი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები