ლევან ხაბეიშვილი

6 Dec. 2023, 11:34

გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი, გვჭირდება ძალიან ბევრი პარტნიორი.

ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის გარდა, ვაშინგტონში შევხვდით სენატორ კრამერს და უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად — ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ საქართველოს საკეთილდღეოდ.

ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და სენატორ კევინ კრამერს შეხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ

მოკლედ: ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ევროკავშირის რამდენიმე წევრი…