საერთაშორისო კონკურსის IWSC Wine Judging in Georgia-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზებით, უკვე მეორედ, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომ მიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა. ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალი ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმა ღვინომაც.
ოქროს მედლის მფლობელებს შორის არიან კომპანიები: კარდანახი 1888, კახეთი კომპანი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ასკანელი, ბადაგონი, ექიმის ბიო-მარანი, ქართველი, ლიონიძის ზვარი, ალაზანი, ბრიცა, საწნახელი, უფლისციხის მამული, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო და ვაზისუბნის მამული.
გამარჯვებულის გამოსავლენად მონაწილეებს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი; ასევე:
- სალვატორე კასტანო — 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი Fiarwood-დან
- მელანია ბეტისტონი — 2022 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტულის მფლობელი და ჰარბორის ტოპ 25 სომელიეთა სიის წევრი;
- The Drinks Business-ის მიერ წლის საუკეთესო საცალო ბაიერად აღიარებული ქეთ ლომაქსი;
- დევიდ კერმოდი — ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი;
- ზარა სერობიანი — ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- გეორგიოს იორდანიდისი — ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით;
- ვილ ჰილი — ღვინის ბაიერი;
- ემა პენმანი — უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.
ამასთან, მონაწილეებს IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ, მათ შორის იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
"საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიჭებული ჯილდოების რაოდენობაც მოწმობს. გვახარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული კონკურსის წარმატებით განხორციელებაში", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები თელიანი ველი და საქართველოს ბანკი.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები