რა შეიძლება შეცვალოს გომურის საკონსტიტუციო სარჩელმა აქციებისას საპოლიციო ნორმებში
მოკლედ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარჩელის მიხედვით, მაკო გომური საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივის.
- 2019 წლის 20 ივნისს, მაკო გომურმა სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, როდესაც შსს-მ აქცია ძალის გადამეტებით დაშალა.
რა ვიცით სარჩელის თაობაზე: საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი მიემართება პარლამენტისა და შს მინისტრის, როგორც ინსტიტუციების მიმართ და მიზანი საკანონმდებლო ცვლილებებია.
სადავო ნორმა: პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დემონსტრაციებისას სხვადასხვა სპეციალური საშუალების გამოყენებას და ესენია: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი).
თუმცა, პრობლემაა, რომ ნორმით არ არის დადგენილი, რა თანმიმდევრობით უნდა გამოიყენოს ეს საშუალებები შსს-მ შეკრებისა და დემონსტრაციებისას.
გიორგი გოცირიძე, იურისტი, მაკო გომურის უფლებადამცველი: "განსაზღვრული უნდა იყოს, რომ პოლიციამ, რეზინის ტყვიის გამოყენებამდე, ჯერ აკუსტიკური ზემოქმედების საშუალება გამოიყენოს;
- და თუ აკუსტიკურმა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა, ამის შემდგომ გამოიყენოს რეზინის ტყვია, როგორც უკიდურესი საშუალება.
- ეს თანმიმდევრობა კანონში არ არის გაწერილი, რაც პოლიციას აძლევს დაშვებას, პირველივე ჯერზე გამოიყენოს რეზინის ტყვია, მაშინ, როდესაც შესაძლოა, ამის საჭიროება არც იყოს. მიგვაჩნია, რომ ეს შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-9 მუხლთან."
"დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება."
— ამბობს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 9, მე-2 პუნქტი.
ასევე, სადავო კრიტერიუმია:
- რეზინის ტყვიის გასროლა: "დაუშვებელი უნდა იყოს რეზინის ტყვიის გასროლა ხალხის ჯგუფის მიმართ, კონკრეტული სამიზნის გარეშე", — ამბობს იურისტი და განმარტავს, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება დასაშვები უნდა უშუალოდ იმ პირის მიმართ, ვინც ძალადობას ჩადის.
- გასროლა რიკოშეტის ეფექტით: "როდესაც რეზინის ტყვია ეცემა მიწის ზედაპირზე და იფანტება, იწევს იმას, რომ ძალადობრივი ქმედების ჩამდენ პირთან ერთად, მშვიდობიან დემონსტრანტსაც ხვდება ტყვიის საფანტი და დღეისათვის არ არსებობს რეგულაცია, რაც ამ ქმედებას კრძალავს", — გვითხრა გოცირიძემ.
- როგორც მაკო გომურის უფლებადამცველი აღნიშნავს, პრობლემაა ისიც, პოლიციას შეუძლია შემაღლებული ადგილიდან რეზინის ტყვიის სროლა, ეს კი აჩენს ალბათობას, ადამიანს თავის არეში მოხვდეს ტყვია.
-
სარჩელის კიდევ ერთი სადავო ნორმა შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დადგენილ ნორმატიულ შინაარსს შეეხება, რომლის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენება ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ.
-
რატომ არის ეს პრობლემა? — ვკითხეთ იურისტს. "ზოგიერთი რეზინის ტყვია ძალიან საშიშია ადამიანის სიციცხლისთვის" — გვითხრა მან და მაგალითად მოიყვანა რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვია, რომელიც, მისი თქმით, ამ მანძილიდან სროლის შემთხვევაში, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს: "ის ისრაელში გამოიყენებოდა პალესტინელი დემონსტრანტების მიმართ და საბოლოოდ, აიკრძალა."
ბოლო ხაზი: სარჩელს თან ერთვის მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ინენშტადტის თვალის კლინიკის კამპუსის დირექტორის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზიგფრიდ პრიგლინგერის 2019 წლის 28 აგვისტოს დიაგნოზი მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრილოვის ღამეს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად, თვალი დაკარგა.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები