STEM ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს — STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას, STEM მიმართულებით ცოდნის მიღებასა და მათ განვითარებას.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 200-მდე სკოლამ გამოთქვა. თითოეულმა კი ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა.
ოლიმპიადაში მონაწილეობას VII-XI კლასის 1000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს და ისინი ერთმანეთს ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის საგნებში შეეჯიბრებიან.
ოლიმპიადის ფარგლებში ორი — თეორიული (19 იანვარს) და პრაქტიკული (მაისი) ტური გაიმართება.
იმისთვის, რომ გუნდები ოლიმპიადის თეორიული ტურისთვის კარგად მოემზადონ, მათ 19 იანვრამდე ექნებათ წვდომა საკითხებზე და, ამასთან, თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ 5 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. პრაქტიკული ტურისთვის კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდის წევრები, მენტორებთან ერთად, სამთვიან კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიკროკონტროლერის დაპროგრამებას შეისწავლიან.
პირველ ეტაპზე, მონაწილეებს ტესტი ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ჩაუტარდებათ. შედეგად, გუნდის წევრების მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი დაჯამდება და მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ.
„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც STEM მიმართულებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა STEM ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგიონის სკოლის მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გაიღრმაონ ცოდნა STEM მიმართულებით. გვახარებს ოლიმპიადის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი, რაც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
ინფორმაციისთვის, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან. პირველი ადგილის მფლობელები საგანმანათლებლო ვიზიტით შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის კვლევით ცენტრში გაემგზავრებიან. ამასთან, მათი სკოლის შენობაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით გაიხსნება. მეორე-მესამე ადგილის მფლობელებს კი ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ.
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
კომენტარები