არასამთავრობო სექტორიდან მხარდაჭერას უცხადებენ მომღერალს, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე "ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ"
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ ბაბი კირკიტაძეს, ღამის შოუ ბენდის მომღერალს.
- მან 7 დეკემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ჩატების საშუალებით ავრცელებენ მის შესახებ "ამაზრზენ ვიდეომონტაჟს."
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიას დაუდასტურა, რომ კირკიტაძეს გამოჰკითხავენ: "ჩვენი უწყება დაინტერესდა ამ საქმით. გუშინვე ესაუბრა მას გამომძიებელი და შაბათსაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში", — უთხრეს რადიო თავისუფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა
- თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი: "ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი. ჩვენ, შეიძლება, არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ. ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული."
- GrlzWave: "სოლიდარობა ყველა ქალს, რომელსაც აშინებენ, აშანტაჟებენ და ტერორში ამყოფებენ. დაუსჯელი არავინ დარჩება!"
- ანა თავხელიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის: "ქალების დასჯის იარაღად მათი პირადი ცხოვრების (განსაკუთრებით კი სექსუალური) რაიმე ფორმით გამოყენება გენდერული ძალადობის კლასიკური მაგალითია. სამწუხაროდ, ამის ბევრი შემთხვევა ვნახეთ ამ ქვეყანაში.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ქალების მიმართ ძალადობის ახალი მეთოდებიც ჩნდება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კიბერძალადობაა, რისი სამიზნეც ხშირად აქტიური ქალები არიან და შესაბამისად, განსაკუთრებულად მათ აზიანებს. როგორც წესი, ამგვარი ძალადობის მიზანი ქალების გაჩუმება და აქტიური ცხოვრებიდან მათი გაქრობაა", — დაწერა მან ფეისბუქზე.
თავხელიძე, ასევე, განმარტავს, რომ
- კიბერძალადობის ერთ-ერთი ფორმაა ე.წ. "deepfakes", რაც ფაბრიკაციის გზით ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის მანიპულაციურ დამზადებას ნიშნავს.
- ამგვარი მასალა ხშირად სექსუალური შინაარსის მატარებელია.
"მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, სექსუალური შინაარსის ვიდეოში გამოსახული ქალი რეალურად ის პიროვნება შეიძლება არ იყოს. ცხადია, მარტივად გასარჩევი არ არის ამგვარი ფაბრიკაცია. კიბერძალადობის ეს შემთხვევა (ამგვარი მასალის დამზადება), ცალკე აღებულიც დანაშაულია, თუმცა ხშირად მას თან ახლავს სხვა დანაშაულებიც, როგორიცაა ამ მასალის გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება.
რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტით, თითოეული ასეთი აქტი დასჯადია. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ "გაბლარულია" და საჭიროებს დახვეწას, თუმცა შესაძლებელს ხდის ამგვარი ქმედებების დასჯას. ყველა ასეთ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და აუცილებლად გენდერულ ასპექტზე აქცენტირებული. მყისიერად უნდა მოხდეს ამგვარი მასალის განადგურება და მომავალში მისი გავრცელების მიზნით პრევენციული ზომების მიღება."
გაიგე მეტი: ბაბი კირკიტაძემ განაცხადა, რომ მასზე ვიდეომონტაჟს ავრცელებენ
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
კომენტარები