რა გამოწვევებია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით — სახალხო დამცველის განცხადება
მოკლედ: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს.
- განცხადებაში ის ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია: ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2023 წელს, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობამ ადამიანის უფლებების დაცვას დამღა დაასვა.
- მისი თქმით, ეს ფაქტი იმის გამოძახილია, რომ ამ დრომდე არ დასჯილან საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
- "სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა", — აღნიშნულია განცხადებაში.
- გარდა ამისა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესისა და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები, გარკვეულწილად, ხარვეზიანი რჩება.
სიღარიბე: ომბუდსმენის განცხადების თანახმად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სიღარიბეა, რაც თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას.
- განცხადებაში ხაზგასმულია ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევები, სიღარიბის გავლენა ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემა და შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გასაწევი სამუშაოები.
- "დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ეროვნული უმცირესობები: სახალხი დამცველის შეფასებით, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხი წელსაც აქტუალური იყო:
- მისი თქმით, დღემდე პრობლემად რჩება ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადება/გადამზადება;
- ასევე, პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
- კვლავ სირთულეს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი მონაწილეობა.
გამოხატვის თავისუფლება: ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
- მისი თქმით, 2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია, რომლის დროსაც, რიგ შემთხვევებში, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მაგალითად, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ:
- 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დროს, სამართალდამცავების მიერ მთელი შეკრების დაშლა/შეწყვეტა ძალის გამოყენებით გაუმართლებელი იყო.
- ომბუდსმენის შეფასებით, ზემოთ აღნიშნულის ნაცვლად, საჭირო იყო კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური — აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარება.
- სახალხო დამცველი საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზეც.
- მისი თქმით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება.
- გამოხატვის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით პრობლემური იყო "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
- სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
მედიის თავისუფლება: ომბუდსმენი საუბრობს ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობის აუცილებლობაზეც.
- "აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც, ძირითადად, მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
უფლებადამცველები: სახალხო დამცველის განცხადებით, 2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია.
- ამ მხრივ, ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს.
პატიმრები და პენიტენციური სისტემა: წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა.
- განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება.
- "გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
ფსიქიატრიული დაწესებულებები: სახალხო დამცველის აზრით, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს.
- მისი თქმით, პრობლემურია პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც: "პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ".
- გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
- ასევე, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და სხვ.
თანასწორობა: სახალხო დამცველის შეფასებით, არა თუ არ მომხდარა ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი.
- მისი თქმით, პრობლემაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.
- განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ფემიციდის შემთხვევებზეც.
- სახალხო დამცველის აზრით, საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.
- ომბუდმენი ხაზს უსვამს, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა.
- "მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დიდწილად, დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე.
- ამ კუთხით, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
- ასევე, ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც, რომლის მიზანიც ინსტიტუციური მოწყობისა და მექანიზმის გაუმჯობესება უნდა იყოს.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები