ლიბერთის მხარდაჭერით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს
ლიბერთი უკვე ერთი წელია რაც მთიელი წიგნების სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის — წიგნის გარეშე.
ლიბერთის ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა. პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რეგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.
"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთელი წლის განმავლობაში, მთიელი წიგნების გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს. წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს", — განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
"მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით მთიელი წიგნების მიერ წამოწყებული პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს. ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს", — განაცხადა გიორგი კივილაძემ, მთიელი წიგნების იდეის ავტორმა.
,მთიელი წიგნების შესახებ:
მთიელი წიგნები მეგობრების ჯგუფია, რომელიც ორი წლის წინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი — წიგნი მიაქვთ.
ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით — 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები