7 ცნობილი მსახიობი, რომელიც როლს მხოლოდ ფულის გამო დასთანხმდა

ალბათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს უწევს ანაზღაურების გამო მუშაობა და იმ საქმის კეთება, რომელიც დიდად გულზე არ ეხატება. რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ამ გამოწვევის წინაშე ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დგანან.
ზოგიერთი მსახიობი საჯაროდაც აღიარებს, რომ კონკრეტულ როლს მხოლოდ ფულის გამო დათანხმებია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჰიუ გრანტმა ვონკაში შესრულებულ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ფილმში მონაწილეობის მიზეზი სწორედ შემოსავალი იყო.
ამ სტატიაში რამდენიმე მსახიობის ისტორია გავაერთიანეთ, რომლებმაც როლი სწორედ ანაზღაურების გამო ითამაშეს. აი, ისინიც:
1. ჯეიკობ ელორდი

ფოტო: The Apartment
სერიალ ეიფორიის მსახიობმა, ჯეიკობ ელორდიმ, წელს თავი ფილმ Priscilla-ში ელვის პრესლის როლით დაგვამახსოვრა. როდესაც მას ჰკითხეს, რას აპირებს მომავალში, ჯეიკობმა აღნიშნა, რომ იმ როლებს დასთანხმდება, რომლებსაც მისცემენ, რადგან სამსახური სჭირდება.
2. რეიჩელ ზეგლერი

ფოტო: DC Studios
რეიჩელ ზეგლერი, რომელიც საზოგადოებამ სტივენ სპილბერგის West Side Story-ით გაიცნო, წელს კი, შიმშილის თამაშების ახალი ფილმით თავი კიდევ უფრო შეგვაყვარა, DC-ის ფილმში Shazam! Fury of the Gods ერთ-ერთი სუპერგმირის როლს თამაშობს. რეიჩელმა როლის შესრულების მთავარ მიზეზად ანაზღაურება დაასახელა.
"სამსახური მჭირდებოდა. ფილმის გადაღებები პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც სამუშაოს პოვნა ძალიან მიჭირდა და ჯერ ადამიანებიც არ მიცნობდნენ", — ამბობს ის.
3. ამანდა საიფრედი

ფოტო: Summit Entertainment
გამონაკლისი არც ცნობილი მსახიობი ამანდა საიფრედი აღმოჩნდა. ამანდას თქმით, რომანტიკულ კომედიებში თამაში მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა მათში მონაწილეობამ კარგი შემოსავალი მოუტანა. მან ფილმი წერილები ჯულიეტს გაიხსენა და თქვა, რომ ამ როლის წყალობით ნიუ-იორკში სახლი იყიდა, რისთვისაც მადლიერია.
4. მორგან ფრიმენი

ფოტო: Universal Pictures
როდესაც ლეგენდარულ მსახიობ მორგან ფრიმენს ჰკითხეს, რატომ დასთანხმდა კომედიურ ფილმ Ted 2-ში მონაწილეობას, მისი პასუხი იყო: "იმიტომ, რომ ფულის გამომუშავება მომწონს. როლს ვითამაშებ, თუ კარგად გადამიხდიან".
5. ჰარისონ ფორდი

ფოტო: Lucasfilm
ჰარისონ ფორდმა დაუვიწყარი პერსონაჟი ჰან სოლო 1977 წლის ვარსკვლავური ომების ფილმში შექმნა და ამ როლით 2015 წელსაც დაბრუნდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამდენი წლის შემდეგ იმავე კოსტიუმის მორგება მისთვის ემოციური იყო თუ არა, მსახიობმა კი უპასუხა, არა, უბრალოდ ამაში ფული გადაუხადეს.
6. ედი მერფი

ფოტო: Paramount / Courtesy Everett Collection
ედი მერფი ცნობილ კომედიაში Best Defence თამაშს არ აპირებდა, თუმცა შემდეგ მას როლისთვის $2 მილიონი შესთავაზეს. "დამისახელეთ 22 წლის ადამიანი, რომელიც რამდენიმეკვირიან სამუშაოს 2 მილიონისთვის არ დასთანხმდება", — ამბობს მსახიობი.
7. ჯეკი ჩანი

ფოტო: New Line Cinema / Courtesy Everett Collection
მსახიობი ჯეკი ჩანის თქმით, თითოეულ როლს კონკრეტული მიზეზის გამო თანხმდება და პერსონაჟით მაყურებლამდე რაღაც სათქმელის მიტანას ცდილობს, თუმცა გამონაკლისი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი Rush Hour ყოფილა. ჯეკი ჩანი ამბობს, რომ ეს ერთადერთი როლია, რომელიც ანაზღაურების გამო შეასრულა და უკვირს, რომ ამერიკასა და ევროპაში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები