ყველაფერი, რაც NDI-ის ახალმა კვლევებმა გვითხრა ადამიანების მდგომარეობაზე საქართველოში
რა ხდება: დღეს, 11 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC — საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.
ძირითადი მიგნებები: "კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო.
- ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის.
- პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას.
- მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას", — განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
NDI-ის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით,
- ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა,
- თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია.
სიღარიბე
გამოკითხულთათვის, პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად, სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.
მეტიც,
- ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,
- ხოლო ოთხიდან ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე.
- ამ კუთხით, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ.
დასაქმება
- NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია: ამას, უმეტესწილად ამბობს თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და მეტწილად, კაცები.
- გამოკითხულები ასევე, მიუთითებენ, რომ მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.
ხელფასები:
- კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდი პრობლემაა.
- ასევე, უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება.
ემიგრაცია:
მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან.
- გამოკითხულთა 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს,
- უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა.
- მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.
პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება:
ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება.
- გამოკითხულთა 62-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება.
- საგულისხმოა, რომ მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას "ქართული ოცნების" ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს.
- ამასთანავე, უმრავლესობა — 53 პროცენტი, მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
"ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ", — თქვა ალან გილამმა.
ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა
ახალმა კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ — განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.
ჯანდაცვა: კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება.
მენტალური პრობლემები: გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით,
- დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს;
- 41%, ანუ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად.
- "გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს", — ვკითხულობთ კვლევაში.
უსახლკარო ცხოველები: რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს,
- 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი.
- ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით — თბილისსა და პატარა ქალაქებში.
კვლევის შესახებ: NDI-ის ეს ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
- ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.
- საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
კომენტარები