საჩუქრად წინდების გარდა ვერაფერი შეარჩიე? 7 საჩუქარს გირჩევთ
ახალი წელი გვიახლოვდება და ძველი თავსატეხიც აქტუალური ხდება: "წინდების გარდა რა შეიძლება ვაჩუქო"? — თუ ამ კითხვამ მოსვენება დაგაკარგვინა, საჩუქრის შესარჩევად ჯერ კიდევ არის დრო. ამ სტატიაში კი 7 იდეას შემოგთავაზებთ, რომელიც თავის მოჭრას გადაგარჩენს და ვინ იცის, იქნებ საუკეთესო სანტას ტიტულსაც ხელი გამოჰკრა.
1. კარლ მარქსის ფორმის ყულაბა
მეტი ორიგინალურობა რა გინდა, როცა კაპიტალის დასაგროვებლად მეგობარს კარლ მარქსის ფორმის ყულაბას ჩუქნი? ამ საჩუქარს არც პრაქტიკულობა დაეწუნება. მართალია, ადამიანზეა დამოკიდებული ფულის შეგროვებას რამდენად შეძლებს, თუმცა შენ რა გაქვს დასაკარგი?
ფასი: 54 ₾ / დეტალურად ნახვა
2. ფოტოპრინტერი
დაუვიწყარი მომენტების საცავი დღეს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობებია, თუმცა ხელშესახები მოგონებები სულ სხვა შეგრძნებებს აღვიძებს. ეს ფოტოპრინტერი კი თავის ადრესატს საუკეთესო მომენტების ფირებზე აღბეჭდვის შესაძლებლობა მისცემს, რასაც მხოლოდ წამები დასჭირდება.
ფასი: 199 ₾ / დეტალურად ნახვა
3. მაგნიტური ქვიშის საათი
სმარტ საათებითა და ისეთი მაღვიძარებით, რომლებიც ლამის შენს ნაცვლად მიდიან სამსახურში, დღეს ვერავის გააკვირვებ. მაგრამ განა ქვიშის საათი ბევრგან გინახავს? ორიგინალური დიზაინის მქონე ეს ქვიშის საათი 1 წუთში იცლება და დაცლისას სხვადასხვა საინტერესო ფორმებსაც იღებს. ასე რომ, ადრესატის გულის მოგებაში ნამდვილად დაგეხმარება.
ფასი: 66 ₾ / დეტალურად ნახვა
4. მაგიდის ორგანაიზერი
შენს მეგობარს ტელეფონი, გასაღები, სათვალე და მსგავსი ნივთები თუ ხშირად ეკარგება, ეს მაგიდის ორგანაიზერი დიდ დროს დააზოგვინებს. თითოეული ნივთი ორგანაიზერში გამოყოფილ ადგილებზე შეუძლია მოათავსოს და როცა დასჭირდება, მარტივადაც იპოვის.
ფასი: 132 ₾ / დეტალურად ნახვა
5. ბინგო
ლატარიის თამაშზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვიფიქრია, საკუთარი ლატარიის ქონა კი უკვე სულ სხვა საქმეა! თამაში ბინგო კი ადრესატს საღამოების მხიარულად გატარების საშუალებას მისცემს. თან დარწმუნებული იყავი, რომ ამ სათამაშოთი არა მხოლოდ საყვარელ ადამიანს, არამედ მის ოჯახსაც ძალიან გაახარებ.
ფასი: 89,90 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ვანილის არაყი
მათთვის, ვისთვისაც არყის სმა "ჩვეულებრივი ოპერაცია" და იმათთვისაც, ვინც სასმელში ტკბილ გემოებს ანიჭებს უპირატესობას, ვანილის არაყი იდეალური არჩევანია. ამ საჩუქრის ჰარმონიულ და სასიამოვნო გემოების თამაშს კი ვერავინ დაგიწუნებს!
ფასი: 54,90 ₾ / დეტალურად ნახვა
7. მთვარის სანათი
თუ მეგობარს თავი ორიგინალური საჩუქრით გინდა დაამახსოვრო, მთვარის სანათი იდეალური არჩევანია. სანათი რეალურ მთვარეს ძალიან ჰგავს და რამდენიმე ფერის განათების საშუალებით, ნებისმიერ ინტერიერს მოერგება. ისიც არ დაივიწყო, რომ ადრესატს ძილის წინ მთვარის სანათის დანახვისას სულ შენ გაახსენდები.
ფასი: 78 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
კომენტარები