აზერბაიჯანში უკვე მესამე მედიასაშუალების დირექტორი დააკავეს
აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა Kanal 11-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ეს უკვე მესამე დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელიც გასულ თვეში სამართალდამცველების სამიზნე გახდა.
თეიმურ კარიმოვს, გამოძალვის ბრალდებით, ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარიმოვი, ონლაინ ტელეკომპანია Kanal 11-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ორშაბათს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ამირასლანლიმ განაცხადა, რომ სამინისტრო კარიმოვს ბრალს უყენებდა "რამდენიმე მოქალაქისგან მიღებული საჩივრების საფუძველზე".
გამოძალვის ბრალდება ითვალისწინებს მაქსიმუმ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან — თხუთმეტ წლამდე, თუ მას დამამძიმებელ გარემოებები ახლავს, როგორიცაა ორგანიზებული ჯგუფის წევრობა.
კარიმოვის ადგილსამყოფელი, ორშაბათს დილიდან, სამინისტროს განცხადებამდე, უცნობი იყო.
მისმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარიმოვი დააკავეს მის მიერ დასავლეთ დაშკასანის რაიონში კორუფციული ფაქტებისა და ხელისუფლების მხრიდან სამხედრო ვეტერანების მიმართ მოპყრობის გაშუქების გამო.
ის მეექვსე ჟურნალისტია, რომელიც აზერბაიჯანში ბოლო 1 თვის განმავლობაში დააკავეს, მანამდე იყო რეიდი "აბზასმედიაში", მათი მენეჯმენტისა და ჟურნალისტების დაკავება და ასევე, "კანალ 13-ის" დამფუძნებლის და წამყვანის დაჭერა. ეს დაკავებები ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე ხდება — არჩევნები თებერვალში გაიმართება.
"კანალ 11-მა" პირობა დადო, რომ კარიმოვის დაკავების მიუხედავად, გააგრძელებს მაუწყებლობას. მათივე თქმით, კომპანიის დირექტორი "წინასაარჩევნო რეპრესიების მექანიზმის“ ბოლო მსხვერპლი იყო.
"სანამ ქვეყანაში უსამართლობაა, ყოველთვის იქნება ხალხი, რომელიც ამის შესახებ ილაპარაკებს," — აცხადებენ "კანალ 11-ში".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები