ლევან ხაბეიშვილი

14 Dec. 2023, 16:54

უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არა თუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, გამარჯვების კოალიციას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალგაზრდებმა უნდა უყურონ როგორც შესაძლებლობას მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა ხალხის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მათთან ერთად დისკუსია ოპოზიციიდანვე, რადგან ეს ფერადი ახალგაზრდები, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ხელისუფლება და არა ისე, როგორც აქამდე გვინახავს, მემკვიდრეობით რომ უნდათ გადაეცეთ პატარა მინიგარქებს სხვადასხვა რეგიონები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ძმაკაცობით, ბიძაშვილობით, ნეპოტიზმით დანიშნული თანამდებობის პირები ან ოლიგარქის სანდო ადამიანები. უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებმა აიღონ ინიციატივა და არა თუ თანამონაწილეები იყვნენ, არამედ გამარჯვებული კოალიციის გუნდის წევრები, რომლებიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ მთავრობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი

მოკლედ: ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა On.ge-ის უთხრა, რომ ლაზარე გრიგორიადისი დაკავებულია…