ევროპის კარი ღიაა — ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!
საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს ადგილს მის ოჯახში ხედავს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციის სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა მზაობა, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში მიიღოს საქართველო მისი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად. ახლა საქართველოს ჯერია, ევროკავშირი საქართველოსგან ელის ქმედით რეფორმებს! ახლა, საქართველომ უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე!
"კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ დღეიდანვე დაიწყოს ზრუნვა იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც ევროკავშირმა რეკომენდაციის სახით წარუდგინა საქართველოს. ამ რეკომენდაციების გატარებით, ჩვენ დავდგებით უკრაინასა და მოლდოვას გვერდით, რომლებიც გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ, რათა მალე, ერთად ვიზეიმოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოლოო გამარჯვება," — განაცხადა დოლიძემ.
კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის თქმით დღევანდელი მიღწევა აგვირგვინებს იმ ქვეთავს, რომელშიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად იღვწოდა. მისივე განმარტებით ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა საქართველო იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდება.
"საქართველოს ევროპისკენ სვლის პროცესი ისტორიულად აერთიანებდა ბევრ მხარეს, ბევრი ინდივიდის ხედვას, შრომასა და ღვაწლს, სწორედ ასე ამგვარად, ერთიანი ძალისხმევით, ახლა უნდა გავატაროთ ქმედითი რეფორმები და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე!" — აცხადებს მელაშვილი.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ევროპული იდეისადმი ერთგულება, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა მიიყვანოს ევროპული საქმე ბოლომდე!
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები