ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ზეიმზე პრეზიდენტს "არაფერი ესაქმება"
მოკლედ: ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშრდება, "არაფერი ესაქმება ოპოზიციას და პრეზიდენტს".
ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეტალები: კობახიძეს არგუმენტად მოჰყავს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი და "რადიკალური ოპოზიცია" ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდნენ.
"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია", — თქვა კობახიძემ.
ვინ აპირებს ღონისძიებაზე მისვლას: მას შემდეგ, რაც გუშინ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 15 დეკემბერს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმი გაიმართებოდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ღონისძიებას შეუერთდეს.
"თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები", — თქვა პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა ოპოზიციის ნაწილმაც, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი არის მთელი ქვეყნის მონაპოვარი და ეს ყველამ ერთად უნდა იზეიმოს. მათ შორის, ვინც მისვლას გეგმავენ, არიან ლელოს წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე, დეპუტატი თამარ კორძაია, პარტია საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი.
ბოლო ხაზი: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭეს.
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
კომენტარები