ვინ არის რონ ნერინგი, რომელსაც ხაბეიშვილი-ვაშაძე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ხვდებიან

ფოტო: ენმ
რა ხდება: სასტუმრო თბილისი მერიოტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ. "ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად", — აცხადებენ ისინი.
ვინ არის ნერინგი: პარტიების ცნობით, ის ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორია.

ფოტო: ronnehring.com
- ასევე, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტი;
- იყო ეროვნული სპიკერი 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში.
- გარდა ამისა, როგორც მის ვებსაიტზე წერია, 30 წელზე მეტია, მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება საჯარო პოლიტიკას, საჯარო სამსახურსა და კომუნიკაციებს.
ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის თავმჯდომარე: "სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა — აი, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, გვექნება სამუშაო შეხვედრა და, შესაბამისად, ჩვენ ცხადია, ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას."
პეტრე ცისკარიშვილი, ენმ-ის გენერალური მდივანი: "ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს აშშ-დან, რომლებიც სამ დღის განმავლობაში გაგვაცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც ჩვენც შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს."
ბოლო ხაზი: საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ შეხვედრას სამი დღის განმავლობაში გააგრძელებენ, რაც, ხაბეიშვილის თქმით, ემსახურება ერთადერთ რამეს: ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიციამ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები