რა მოხდა გასულ კვირას? — 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
გასული კვირა პოლიტიკისა და პოპკულტურისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. თუ შენც სხვებთან ერთად საცობში იდექი და იმდენი დრო არ გქონდა, რომ ყველა ახალი ამბისთვის თვალი გედევნებინა, ამაზე ღელვა არ ღირს. ამ სტატიაში წინა კვირიდან 8 მნიშვნელოვან ამბავს მოგიყვებით:
1. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა
14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტისას მიიღეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. Brooklyn Nine-Nine-ის მსახიობი ანდრე ბრაუერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი ანდრე ბრაუერი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. Brooklyn Nine-Nine-ში შესრულებული როლისთვის ბრაუერმა Critics Choice Awards-ზე 4-ჯერ გაიმარჯვა და ემის ორი ნომანაციაც მოიპოვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. Nini Iris ამერიკულ The Voice-ს გამოეთიშა
ნინი ბრეგვაძე, რომლის სასცენო სახელიც Nini Iris-ია, ამერიკულ The Voice-ს გამოეთიშა. Nini Iris ნახევარფინალის 9 საუკეთესო მონაწილეს შორის იყო, მაგრამ ფინალის 5 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რაც მაყურებელთა ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ეთერში აღარ გავა 7 გადაცემა, მათ შორის, კაცები — საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა შემდეგი გადაცემები: დღის კოდი, გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე, ფერმა, თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად, ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ, ნატალიასთან და დათუნასთან ერთად, კაცები.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. ინტერნეტმა დისნეის სიმღერის ქართულ "თარგმანზე" იხორხოცა
ახლახან დისნეიმ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც This Wish-ის სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ვერსიებია გაერთიანებული. მათ შორის ქართულიც აღმოჩნდა, თუმცა...ქართული სიტყვების გარეშე.
"ჰეი, იეი, იეი, იეი" — ისმის "ქართულ" ვერსიაში პერსონაჟის სიტყვები. სულ ესაა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ოქროს გლობუსი 2024-ის ნომინანტები დასახელდნენ
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის 2024 წლის დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოება 7 იანვარს გაიმართება.
ნახეთ ნომინანტების სია.
7. საქართველოში ყველაზე პოპულარული წელს Reality პორნო იყო — Pornhub
წელს საქართველომ "ტრადიციას" უღალატა და ყველაზე პოპულარული ლესბოსური პორნოს ნაცვლად ე.წ. "რეალითი" პორნო იყო. Urban Dictionary "რეალითი პორნოს" განმარტავს როგორც "პორნოს, რომელშიც მეტი აქცენტი სიუჟეტზეა, ვიდრე მხოლოდ სექსზე".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში იპოვეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები