ვინ არის სამი მძევალი, რომელიც ისრაელის ჯარმა შეცდომით მოკლა
რა ხდება: ცნობილია იმ ისრაელელი ტყვეების ვინაობა, რომლებიც მათივე ქვეყნის ჯარმა ტერორისტად მიიჩნია და ცეცხლი გაუხსნა.
- ისინი 28 წლის იოთამ ჰაიმი, 22 წლის სამერ თალაკა და 26 წლის ალონ შამრიზი არიან.
- ტყვეები ქალაქ ღაზაში მოკლეს.
დეტალები: ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელიც ანონიმურ წყაროდ რჩება, ჰყვება, რომ მძევლები, რომლებიც შენობიდან გამოვიდნენ, წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ.
- მათ ხელში ეჭირათ ჯოხი, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო ჩამოკიდებული.
- წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ მძევლები ძალიან ახლოს იყვნენ, ერთ-ერთი ჯარისკაცს შეეშინდა, ისინი ტერორისტებად მიიჩნია და ცეცხლი გაუხსნა.
- კვირას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ შენობაში ჩხრეკა ჩატარდა, სადაც იპოვეს თეთრ ნაჭერზე საჭმლის ნარჩენებით დაწერილი SOS და "გვიშველეთ, 3 მძევალი".
ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე: დეკემბრის დასაწყისში, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ, მძევლების ოჯახებმა ისრაელის მთავრობას მოუწოდეს, დადოს ახალი ზავი, ტყვეების ნაწილის გასათვისუფლებლად. ზავის დროს, ჰამასმა, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ, 100-ზე მეტი ტყვე გამოუშვა, თუმცა, დაახლოებით 120 ადამიანი კვლავ მძევლად რჩება.
- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მეორე ზავის შესახებ მოთხოვნა არ გაიზიარა და განაცხადა, რომ "სამხედრო ზეწოლა აუცილებელია, როგორც მძევლების დასაბრუნებლად, ასევე — გამარჯვებისთვის“.
- პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი მსხვერპლის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება მოექცა მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, მათ შორის, მთავარი მოკავშირის, აშშ-ის მხრიდან.
- კვირას ისრაელში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ კოლომა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა ხანგრძლივი ზავის დადება, დაუყოვნებლივ.
- მისმა ისრაელელმა კოლეგამ, ელი კოენმა კი თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა შეცდომა და "ჰამასისთვის საჩუქარი" იქნებოდა.
- ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ისრაელს დიდი ბრიტანეთი და გერმანიაც.
რა მდგომარეობაა ახლა ღაზის სექტორში: ისრაელის დაბომბვის შედეგად, უდიდესი ტერიტორიებია განადგურებული. გაერო ამბობს, რომ მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასროფა, რადგან ღაზაში ვერ შეაქვთ დახმარება.
- პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კვირას, ისრაელის ავიადარტყმებს, ჯაბალიას დევნილთა ბანაკში 90 ადამიანი ემსხვერპლა.
- სულ, ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში 18 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები