პუტინის თქმით, სომხეთის ინტერესებში არ შედის იმ ორგანიზაციების დატოვება, რომლებსაც რუსეთი ხელმძღვანელობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სომხეთის ინტერესებში არ შედის" უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაერთიანებების დატოვება, რომლებსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.
პუტინის კომენტარი ეხებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის უარს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ), კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
პუტინმა მიიჩნია, რომ ფაშინიანის უარი დაკავშირებულია სომხეთში მიმდინარე პროცესებთან და არ უკავშირდება სურვილს, შეწყვიტოს მუშაობა ამ ორგანიზაციებთან.
”საბოლოოდ, ეს არის სახელმწიფოს არჩევანი”, - თქვა მან.
ბოლო თვეების განმავლობაში, სომხეთმა უარი თქვა დასწრებოდა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციების რამდენიმე შეხვედრას. სომხეთის ოფიციალურმა პირებმა უარი, დასწრებოდნენ CSTO-ს შეხვედრებს, ახსნეს იმით, რომ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე ბლოკის უმოქმედობა გამოჩნდა და ასევე, თქვეს, რომ ბევრი კითხვა აქვთ ორგანიზაციის მიმართ.
ნოემბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ "გათვალისწინებულ იქნა სომხეთის სახელმწიფო ინტერესები, CSTO-დან ქვეყნის პოტენციურ გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან განაცხადა კითხვის პასუხად, რა უშლიდა სომხეთს ხელს, დაეტოვებინა ორგანიზაცია, თუ მის ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ აპირებდა.
"ამჟამად, მონაცემები აჩვენებს, რომ CSTO-ს დე ფაქტო ქმედებები, ან უმოქმედობა არ ასახავს მის ვალდებულებებს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის ქმედებები არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხს გამჭვირვალედ ვაყენებთ“, — აღნიშნა ფაშინიანმა.
მან განაცხადა, რომ სომხეთს სურდა გაეკეთებინა ყველაფერი, რათა "სრულიად გაეგო" CSTO-სი და მიეწოდებინა თავისი პოზიცია ორგანიზაციისთვის.
ნოემბერში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არ მიუღია გადაწყვეტილება CSTO-დან გასვლის შესახებ.
"თუ როგორ პოზიციონირებს CSTO, ეს სხვა საკითხია“, — თქვა სიმონიანმა. "არის ეს სტრუქტურა, რომელიც შექმნილია გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, როდესაც ამ სტრუქტურის რომელიმე წევრს საფრთხე ემუქრება?"
სომხეთს ჯერ არ განუცხადებია, დაესწრება თუ არა ფაშინიანი დეკემბერში რუსეთში დაგეგმილ რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) სამიტს, რომელზეც სომხეთი, რუსეთის შემდეგ, თავმჯდომარედ უნდა დასახელდეს.
პარასკევს სიმონიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სომხეთს "შეუძლია და უნდა იყოს აქტიური" დსთ-ში.
"ეს, ასევე, არის თანამშრომლობის პლატფორმა, რომელსაც სარგებელს მოაქვს როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ასევე, ეკონომიკურად, ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, [რადგან] ჩვენ ერთ ეკონომიკურ ზონაში ვართ და ჩვენი ეკონომიკა არის დაკავშირებული ამ ეკონომიკასთან“, — განაცხადა სიმონიანმა.
თუმცა, სიმონიანმა განაცხადა, რომ CSTO იყო პასუხისმგებელი სომხეთის წინააღმდეგ "დანაშაულებრივ უმოქმედობაზე“.
"ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ CSTO-ს სამხედროები მოვიდოდნენ და აზერბაიჯანელებს ესროდნენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება მაინც უნდა გვენახა და ეს არ მომხდარა“, — განაცხადა მან.
"თუ სომხეთის ინტერესებში იქნება ცვლილების მიღება, ეს ცვლილება მიღებული იქნება და ასეთ შემთვევაში, გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის მოსახლეობას ეცოდინება," — განაცხადა მან.
სომხეთ "ევროკავშირს უახლოვდება"
ამავდროულად, სომხეთი სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს დასავლეთთან დასაახლოებლად.
ხუთშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიულოცა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები. საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან.
ორშაბათს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრაზე საუბრისას, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხალხს "ასევე აქვს ევროპული მისწრაფებები".
"ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს გზა, არამედ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროკავშირს, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად ჩათვლის“, - თქვა მირზოიანმა.
მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც, ასევე, გააკრიტიკა CSTO და სომხეთის უსაფრთხოების მოკავშირეების უმოქმედობა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს სომხეთში დისლოცირებული ევროკავშირის სამოქალაქო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას 138-დან 209-მდე, რათა "გაზარდოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის სტაბილურობა“.
სომხეთმა, ასევე, გააძლიერა უსაფრთხოების კავშირები ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე. გასულ თვეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო დათანხმდა, "შეისწავლოს" სომხეთისთვის "არალეტალური“ მხარდაჭერის შესაძლებლობა, როგორც მისი სამხედრო დახმარების პროგრამის ნაწილი.
ქვეყანამ საფრანგეთიდან იარაღის იმპორტიც დაიწყო და გასულ კვირას, ხუთშაბათს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა, საბერძნეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პაპიკიანი საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი შეხვდა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს, ნიკოლაოს დენდიასს.
სომხეთის განცხადებით, შეთანხმება მოიცავსა ერთობლივ წვრთნას და ასევე "სამხედრო-ტექნიკურ ჩართულობას".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები