სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს უცხოელებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის “თვითნებურ პრაქტიკას”
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი პუნქტი კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით, “უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე, ან საქართველოში შემოსვლაზე, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“
რას გულისხმობს “ქვეპუნქტის თვითნებური პრაქტიკა”: არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები, საკუთარ გადაწყვეტილებებში, თითქმის არასდროს უთითებენ, კონკრეტულად, რომელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობით ეუბნებიან უცხოელს უარს საქართველოში შემოსვლაზე.
რატომ არის ეს პრობლემა: "სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილ სიებში კონკრეტული პირების შეყვანის და ამოღების წესი და სტანდარტი არ არის განსაზღვრული“, — აცხადებს ორგანიზაცია: “ამ მუხლიდან გამომდინარე, არაერთ კრიტიკულ აქტივისტს, ჟურნალისტს, მკვლევარს, ბლოგერსა და სამოქალაქო ატივისტს, ასევე, საქართველოსთან ისტორიულად დაკავშრებულ არამოქალაქე პირებს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.“
- ასევე, პრობლემად მიიჩნევენ იმასაც, რომ უცხოელს, რომელსაც არსებული ნორმის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც არ აქვს წვდომა იმ მონაცემებზე, რაც საფუძვლად დაედო მის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
- პრობლემურია ისიც, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაიმე მითითებას ან სახელმძღვანელო წესს. "ამდენად, მოსამართლეს ერთმევა ყოველგვარი ბერკეტი, გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლს ეფემერულად აქცევს“.
კონტექსტი: 2022 წლიდან, რუსეთს მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე მესაზღვრეებმა უარი უთხრეს უკრაინელ ბლოგერებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი პუტინის რუსეთის მიმართ.
ბოლო ხაზი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად იმსჯელებს წარდგენილ სარჩელზე და “ხელს შეუწყობს ასობით ადამიანისთვის დარღვეული კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.“
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები