რუსეთმა სომხეთიდან "გატაცებული" დეზერტირი, სავარაუდოდ, როსტოვში გადაიყვანა
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, გიუმრიში გაიტაცეს, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვშია გადაყვანილი, მიუხედავად ისომხეთის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ არაფერი იცოდნენ მისი დაკავების, ან — ქვეყნიდან წასვლის შესახებ.
სამშაბათს, პროექტმა "იდიტე ლესომ" (იარეთ ტყით), რომელიც შექმნილია რუსების დასახმარებლად, რათა თავიდან აირიდონ სამხედრო გაწვევა, განაცხადა, რომ დიმიტრი სეტრაკოვი იმყოფებოდა სამხრეთ სამხედრო ოლქის რეგიონულ სამხედრო პოლიციის სამმართველოში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ეძებენ ადვოკატს, რომელიც სეტრაკოვს რუსეთში დაიცავს.
ჯგუფის ცნობით, სეტრაკოვი 6, ან 7 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო პოლიციის წევრებმა გაიტაცეს, რომლებიც მას სომხეთის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებად გაეცნენ.
როგორ გადაიყვანეს სეტრაკოვი რუსეთში, უცნობია.
ოთხშაბათს სომხეთის ხელისუფლებამ უარყო სეტრაკოვის ექსტრადირება, გენერალური პროკურორის მრჩეველმა ლუსინე მარტიროსიანმა განაცხადა, რომ მათ არ მიუღიათ და არ განუხილავთ მოთხოვნა და არც ნებართვა გაუციათ დიმიტრი სეტრაკოვის დაპატიმრების, დაკავების და მისი რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
"სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას არ აქვს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ დიმიტრი სეტრაკოვის საქმეზე გამოძიების შესახებ, ისევე, როგორც იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა სეტრაკოვი სომხეთის ტერიტორიაზე", — თქვა მარტიროსიანმა.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, თუ როგორ შეეძლო სეტრაკოვს საზღვრის გადაკვეთა ისე, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სეტრაკოვი სომხეთში ნოემბრის ბოლოს გადავიდა, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინაში წასვლა. ბელორუსული საინფორმაციო გამოშვება Vot Tak იტყობინება, რომ სეტრაკოვს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ დეზერტირობისთვის დამნაშავედ ცნობენ.
სომხეთის ხელისუფლების "საყოველთაო დუმილი"
სეტრაკოვის სავარაუდო გატაცებამ და რუსეთში გადაყვანამ გააჩინა კითხვები ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, დაუპირისპირდეს ქვეყანაში დისლოცირებული რუსული ჯარების მიერ ჩადენილ უკანონობას.
ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის — ვანაძორის ხელმძღვანელმა, არტურ საქუნცმა დაგმო ფაქტი, რომ ოფიციალურ დონეზე "გონივრული ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა".
"გაოგნებული ვარ, პოლიტიკურ დონეზე, ეროვნული ასამბლეის [პარლამენტის], სამართალდამცავი ორგანოების დონეზე საყოველთაო დუმილით, რომ მათ ეს არ მიიჩნიეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ხელყოფად“, - განაცხადა საქუნცმა სამშაბათს ინტერვიუში ლევონ ბარსეღიანთან.
საქუნცის თქმით, მან უშიშროების სამსახურს ჰკითხა, რა გარემოებებით დატოვა სეტრაკოვმა ქვეყანა.
"რა დოკუმენტები და დასაბუთებები იყო წარმოდგენილი? [სეტრაკოვმა] საზღვარი დამოუკიდებლად გადაკვეთა, მაგრამ საზღვრის მეორე მხარეს დაიჭირეს? არსებობს თუ არა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვა?“ - იკითხა მან.
სეტრაკოვის რუსეთში გადაყვანამდე ერთი დღით ადრე, საქუნცმა მიმართა ხელისუფლებას, მიეღოთ ზომები და "დაეხურათ ტრანსპორტირების ყველა შესაძლო არხი, სეტრაკოვის შესაძლო უკანონო გადაყვანის აღსაკვეთად".
საქუნცმა, მანამდე, მოუწოდა პროკურატურას, ბრალი წაეყენებინა სეტრაკოვის გატაცებაში მონაწილე რუსი ოფიცრებისთვის.
პროკურატურამ უპასუხა, რომ სეტრაკოვის საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ, მისი გაუჩინარების გარემოებების შესამოწმებლად.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მათ საქუნცის განცხადება "შეისწავლეს", მაგრამ ჯერ არ უთქვამთ, აპირებენ თუ არა გამოძიების დაწყებას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები