აზერბაიჯანის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ
აზერბაიჯანის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მიზეზად კი რეპრესიებსა და ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს არარსებობას ასახელებენ.
შაბათს, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ განაცხადა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებში, ქვეყანაში შექმნილი რეპრესიების, მასობრივი დაპატიმრებებისა და შიშის ატმოსფეროს გამო.
"ილჰამ ალიევის მიერ 2024 წლის 7 თებერვალს დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება ფაქტობრივი არჩევნები, არამედ საარჩევნო შოუ. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია არ აპირებს მონაწილეობას ამ სპექტაკლში“, — აცხადებენ პარტიაში, ხოლო მხარდამჭერებს "ყალბი არჩევნებისთვის" ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
ერთი დღით ადრე, მუსავატის პარტიამ, ასევე, პირობა დადო, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა არჩევნებს და განაცხადა, რომ ალიევის მიერ არჩევნების "მოულოდნელი გამოცხადება" მოხდა "ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე".
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მუსავატის თავმჯდომარემ, არიფ ჰაჯილიმ თქვა, რომ მთავრობამ უარი უთხრა მუსავატს, დაარეგისტრიროს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში.
"ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ობიექტურობას“, — განაცხადა ჰაჯილიმ, — "ჩვენ მოვითხოვეთ, რომ როცა არჩევნები გამოცხადდება, გარკვეული შემსუბუქება უნდა მოხდეს, უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე დადებით ცვლილებას."
გასულ კვირას აზერბაიჯანის პოლიციამ, თაღლითობის ბრალდებით, ტოფიგ იაგუბლუ დააპატიმრა, მუსავატის ცნობილი წარმომადგენელი.
ის იყო უკანასკნელი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც აზერბაიჯანში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეიდების დროს დააკავეს.
ნოემბრიდან დღემდე, ქვეყანაში დააკავეს AbzasMedia-ს ოთხი წევრი, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანის ბრალდებით; ასევე, Kanal 13-ის ორი წევრი და Kanal 11-ის დირექტორი.
მაშინ, როცა მუსავატმა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა გამოაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ მომავალ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა შვიდმა ადამიანმა, მათ შორის — პრეზიდენტმა ალიევმა.
ალიევის წინააღმდეგ იბრძვიან: დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ზაჰიდ ორუჯი; სრულიად აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე გუდრათ ჰასანგულიევი; რაზი ნურულაევი ეროვნული ფრონტიდან; ფაზილ მუსტაფა დიდი წესრიგის პარტიიდან; ელშად მუსაევი, დიდი აზერბაიჯანის პარტიის თავმჯდომარე და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ფუად ალიევი.
ალიევმა დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 7 თებერვალს, მისი მეოთხე ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე.
აზერბაიჯანის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, 2018 წელს და საპარლამენტო არჩევნები, 2020 წელს, ასევე, დაგეგმილზე ადრე ჩატარდა. ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების საჭიროებას ქვეყანაში რეფორმების პროგრესის დასაჩქარებლად ხსნის.
თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ არც ერთი არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანში ფუნდამენტური რეფორმები არ განხორციელებულა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები